ორდუბადის რაიონი
ორდუბადის რაიონი (აზერ. Ordubad rayonu) — რაიონი აზერბაიჯანში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში. ორდუბადის რაიონი დაარსდა 1930 წელს, ხოლო 1963 წელს რაიონი გაუქმდა და გადავიდა ჯულფის რაიონის შემადგენლობაში. 1965 წლიდან, ორდუბადი დამოუკიდებელი რაიონია. ესაზღვრება სამხრეთით ირანს, ჩრდილოეთით და დასავლეთით სომხეთს და აღმოსავლეთით ჯულფის რაიონს, მოიცავს 972 კმ² ფართობს. რაიონის შემადგენლობაშია 1 ქალაქი, 3 დაბა და 43 სოფელი. ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ორდუბადი.[2]
სქოლიო