ოჰრიდის წმინდა სოფიას ტაძარი

ოჰრიდის წმინდა სოფიას ტაძარი
ოჰრიდის წმინდა სოფიას ტაძარი — ჩრდილოეთი მაკედონია
ოჰრიდის წმინდა სოფიას ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°06′44″ ჩ. გ. 20°47′39″ ა. გ. / 41.11222° ჩ. გ. 20.79417° ა. გ. / 41.11222; 20.79417
რელიგიური კუთვნილება მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: ჩრდილოეთი მაკედონია ჩრდილოეთი მაკედონია
ადგილმდებარეობა ოჰრიდი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბიზანტიური
თარიღდება 1035
დეტალები
გუმბათი 2

ოჰრიდის წმინდა სოფიას ტაძარიმართლმადიდებლური ტაძარი ქალაქ ოჰრიდში, ჩრდილოეთი მაკედონია. ჩრდილოეთ მაკედონიის ყველაზე მთავარი ისტორიული ძეგლი.

ისტორია

ეკლესია ააშენეს ბულგარეთის პირველი იმპერიის დროს, მას შემდეგ რაც მოხდა ბულგარეთის გაქრისტიანება. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ეკლესია აგებულია თავად ბორის I-ის (852-889 წწ.) მმარტველობის პერიოდში[1].

ტაძარი იყო ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილება და მოგვიანებით გახდა ოჰრიდის სამთავარეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი. ოსმალების ოკუპაციის პერიოდში გადააკეთეს მეჩეთად[2]. ეკლესიის ინტერიერში კარგადაა შემონახული XI—XIII საუკუნეების ფრესკები, რომელიც ამ პერიოდის ბიზანტიური ხატწერის საუკეთესო ნიმუშებია. ეკლესიის ძირითადი ნაწილი აგებულია XI საუკუნეში. დამატებით, მიშენებები ააგო მთავარეპისკოპოსმა გრიგორი II-მ XIV საუკუნეში.

ლიტერატურა

  • Boris Cholpanov, Land of a global crossroads, Sofia, 1993
  • Трифунович Л. Югославия. Памятники Искусства. Белград, 1989

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Boris Cholpanov — «Land of a global crossroads», Sofia, 1993, Bulgarian Academy of Science, page 131 (the original is in Bulgarian)
  2. rucht, Richard. Eastern Europe: an introduction to the people, lands, and culture. ABC-CLIO, 2005. — P. 928. — ISBN 978-1-57607-800-6.