პანდო (ურუგვაი)
ქალაქი | |
---|---|
პანდო Pando | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
დეპარტამენტი | კანელონესი |
კოორდინატები | 34°43′00″ ს. გ. 55°57′30″ დ. გ. / 34.71667° ს. გ. 55.95833° დ. გ. |
დაარსდა | 1788 |
ცენტრის სიმაღლე | 11 მეტრი |
მოსახლეობა | 25 947 კაცი (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC-3 |
სატელეფონო კოდი | +598 2 |
საფოსტო ინდექსი | 91000 |
ოფიციალური საიტი | https://pando.imcanelones.gub.uy/ |
პანდო (ესპ. Pando) — ქალაქი ურუგვაიში, კანელონესის დეპარტამენტში. წარმოადგენს მნიშვნელოვან კომერციულ და სამრეწველო ცენტრს, რომელიც მონტევიდეოს მეტროპოლიურ არეალს მიეკუთვნება.
მდებარეობა
ქალაქი მდებარეობს დედაქალაქ მონტევიდეოდან 23 კილომეტრით ჩრდილო-აღმოსავლეთით. კვეთს პატარა მდინარე აროიო-პანდო.
ისტორია
ქალაქი დაარსდა 1788 წლის 13 მაისს. „ვილიას“ (პატარა ქალაქი) სტატუსი 1863 წელს მიიღო, 1920წლის 5 აგვისტოს კი სტატუსი ამაღლდა და ეწოდა „სიუდადი“ (ქალაქი).
მოსახლეობა
2011 წლის აღწერის მონაცემებით, პანდოს მოსახლეობა 25 947 ადამიანს შეადგენდა.[1]
წელი | მოსახლეობა |
---|---|
1908 | 7,927 |
1963 | 12,876 |
1975 | 16,406 |
1985 | 19,795 |
1996 | 23,384 |
2004 | 24,004 |
2011 | 25,947 |
წყარო: ურუგვაის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტი[2]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- Intendencia Municipal de Canelones
- INE map of Pando, Estanque de Pando, Jardines de Pando and Viejo Molino დაარქივებული 2012-10-10 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
- ↑ Censos 2011 Cuadros Canelones. INE (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 25 August 2012.
- ↑ Statistics of urban localities (1908–2004) (PDF). INE (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 8 September 2012.