პელამიდა[1] (ლათ.Sarda sarda) — თევზი სკუმბრიასებრთა ოჯახისა. გვხვდება ევროპის, აფრიკისა და ამერიკის სანაპირო წყლებში. მისი სხეულის სიგრძე 75 სმ, ხოლო წონა 5-6 კგ აღწევს. მტაცებელია. იკვებება თევზებით. ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუა და შავ ზღვებში; მათი რაოდენობა შავ ზღვაში მუდმივი არ არის. ზაფხულობით შემოდის შავ ზღვაში ქვირითის დასაყრელად და გამოსაკვებად. დიდი სარეწაო მნიშვნელობისაა. იჭერენ ესპანეთის, თურქეთის, ტაიტის, ჩილესა და პერუს სანაპიროებთან. მნიშვნელოვანი რაოდენობითაა ქალაქებს ბათუმთან და ტრაბზონთან. იყენებენ შებოლილს, დაკონსერვებულს.