პირკალა (ფინ.Pirkkala; შვედ.Birkala) — მუნიციპალიტეტი ტამპერესქვერეგიონში, ფინეთში. მდებარეობს ტამპერედან 10 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 20 491 ადამიანს შეადგენს. მუნიციპალიტეტის ფართობი 104.04 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 251.79 ადამიანია 1 კმ²-ზე. ამ მაჩვენებლით პირკალა პირველ ადგილზეა ფინეთის იმ მუნიციპალიტეტებს შორის, რომელთაც დიდი ან პატარა ქალაქის სტატუსი არ აქვთ. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა.