პიტერ ებდონი (ინგლ.Peter Ebdon; დ. 27 აგვისტო, 1970, კეტერინგი, ინგლისი) — ინგლისელი პროფესიონალი სნუკერისტი. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი, 1996 და 2006 წლების ფინალისტი; 12 სხვა პროფესიონალური ტურნირის გამარჯვებული. ებდონს 300-ზე მეტი სენჩერი-ბრეიკი აქვს გაკეთებული — ეს თამაშის ისტორიაში სიდიდით მეხუთე მაჩვენებელია. გარდა ამისა, უკანასკნელი 16 წლის განმავლობაში ის სტაბილურად შედიოდა მსოფლიო რეიტინგის ტოპ-16-ში. ყველა ეს მიღწევა საშუალებას გვაძლევს პიტერი მივაკუთვნოთ XXI საუკუნის ყველაზე ტიტულოვანი და წარმატებული სნუკერისტების სიას[1].
IBSF World Under-21 Championship გამარჯვებული — 1990
Rothmans Amateur Championship ჩემპიონი — 1990
Pontins Open ჩემპიონი — 1989
გამოსვლების სტატისტიკა
ქვემოთ მოყვანილია პიტერ ებდონის გამოსვლების სტატისტიკა სეზონის სამი ძირითადი ტურნირის — მსოფლიო ჩემპიონატის, დიდი ბრიტანეთის ჩემპიონატისა და მასტერსის ფინალურ სტადიებზე.