პონპეი (შტატი)
შტატი | |||
---|---|---|---|
პონპეი ინგლ. Pohnpei State | |||
| |||
ქვეყანა | მიკრონეზიის ფედერაციული შტატები | ||
ადმ. ცენტრი | Kolonia | ||
კოორდინატები | 6°51′00″ ჩ. გ. 158°13′00″ ა. გ. / 6.85000° ჩ. გ. 158.21667° ა. გ. | ||
ფართობი | 344 კმ² | ||
მოსახლეობა | 36 196 კაცი (2010) | ||
სიმჭიდროვე | 105,22 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+11:00]] | ||
პონპეი (ინგლ. Pohnpei State) — მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ოთხიდან ერთ-ერთი შტატი. 1984 წლამდე შტატს ერქვა პონაპე. მდებარეობს მიკრონეზიის ფედერაციული შტატების ცენტრალურ-აღმოსავლეთ ნაწილში. შტატის ტერიტორიის ფართობია — 344 კმ². შტატის მოსახლეობაა — 36 196 ად. (2010 წლის აღწერა). მოსახლეობის სიმჭიდროვეა — 105,22 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი კოლონია, რომელიც მდებარეობს მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დედაქალაქ პალიკირიდან 8 კილომეტრში.
გეოგრაფია
კუნძული პონპეი — მიკრონეზიის ფედერაციულ შტატებში ფართობით, სიმაღლით, მოსახლეობით და განვითარებით ყველაზე დიდი კუნძულია. კუნძულის ფლორა და ფაუნა გამოირჩევა დიდი მრავალფეროვნებით. პონპეი — ერთ-ერთი ყველაზე უფრო ნოტიო ადგილია დედამიწაზე: ყოველწლიურად ნალექების რაოდენობა ზოგიერთ მთიან რაიონებში შეადგენს დაახლოებით 7600 მმ-ს.
პალიკირი — მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დედაქალაქი, მდებარეობს კუნძულ პონპეიზე. პონპეის საერთაშორისო აეროპორტი (კოდექსი IATA PNI) მდებარეობს კოლონიასთან ახლოს, მთავარი კუნძულის ჩრდილოეთის სანაპიროსთან ახლო მყოფ მომცრო კუნძულზე.
ისტორია
პონპეი ცნობილია ქალაქ ნან-მადოლის ნანგრევებით, რომელიც დაარსდა 1285 და 1485 წლებს შორის და იარსება, დაახლოებით 1500 წლამდე. ნან-მადოლის მეგალითური სტრუქტურები წყნარი ოკეანის რეგიონში მასშტაბით ედრება მხოლოდ აღდგომის კუნძულის მეგალითებს.