ჟაირზინიო
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ჟაირ ვენტურა ფილიო | ||
დაბადების თარიღი | 25 დეკემბერი, 1944 | ||
დაბადების ადგილი |
დუკი-დი-კაშიასი, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია | ||
სიმაღლე | 173 სმ | ||
სათამაშო პოზიცია |
ნახევარმცველი, გარემარბი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1959–1962 | ბოტაფოგო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1962–1974 | ბოტაფოგო | 231 | (91) |
1974–1975 | მარსელი | 18 | (9) |
1975 | კაიზერ ჩიფსი | 3 | (7) |
1976 | კრუზეირო | 8 | (3) |
1977 | პორტუგესა | ||
1978–1979 | ნოროესტე | 10 | (2) |
1979 | ფასტ კლუბი | 2 | (0) |
1980–1981 | ვილსტერმანი | 19 | (17) |
1981 | ბოტაფოგო | ||
1982 | ნუევე დე ოქტუბრე | ||
ეროვნული ნაკრები | |||
1964–1982 | ბრაზილია | 81 | (35) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
1997–1998 | კალამატა | ||
2003–2005 | გაბონი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/5e/Brazil_national_team_1970.jpg/279px-Brazil_national_team_1970.jpg)
ჟაირ ვენტურა ფილიო (პორტ. Jair Ventura Filho; დ. 25 დეკემბერი, 1944, დუკი-დი-კაშიასი, რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია) — ბრაზილიელი ფეხბურთელი. თამაშობდა ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ჟაირზინიო (პორტ. Jairzinho). 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.[1] 1966 წლის ინგლისისა და 1974 წლის გერმანიის მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად. 1999 წელს World Soccer-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 27-ე ადგილზე, ხოლო Placar-ის ვერსიით 66-ე ადგილზე დასახელდა.[2] სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ მუშაობდა საფეხბურთო მწვრთნელად.
კარიერა
საკლუბო კარიერა
საკლუბო დონეზე სხვადასხვა დროს იცავდა ბრაზილიური, ფრანგული, სამხრეთ აფრიკული, ვენესუელური, ბოლივიური და ეკვადორული საფეხბურთო კლუბების: რიო-დე-ჟანეიროს „ბოტაფოგოს“, მარსელის „ოლიმპიკის“, იოჰანესბურგის „კაიზერ ჩიფსის“, ბელუ-ორიზონტის „კრუზეიროს“, აკარიგუას „პორტუგესას“, ბაურუს „ნოროესტეს“, მანაუსის „ფასტ კლუბის“, კოჩაბამბის „ხორხე ვილსტერმანის“ და გუაიაკილის „ნუევე დე ოქტუბრეს“ ღირსებას.
ოცწლიანი საფეხბურთო კარიერიდან 13 წელი „ბოტაფოგოში“ გაატარა. მის შემადგენლობაში ეროვნული პირველობისა და თასის გათამაშების, საერთაშორისო ოფიციალური ტურნირებისა და ამხანაგური შეხვედრების ჩათვლით 412 მატჩი ითამაშა და 186 ბურთი გაიტანა. ამ მაჩვენებლით „ბოტაფოგოს“ ყველა დროის მეექვსე საუკეთესო ბომბარდირად ითვლება კუარენტინიას, კარვალიო ლეიტეს, გარინჩას, ელენო დე ფრეიტასის და ნილო მურტინიო ბრაგას შემდეგ.[3]
საკლუბო სტატისტიკა
კლუბი | ქვეყანა | წლები | წყარო |
---|---|---|---|
ბოტაფოგო (პორტ. Botafogo de Futebol e Regatas) | ![]() |
1962–1974 | |
ოლიმპიკი მარსელი (ფრანგ. Olympique de Marseille) | ![]() |
1974–1975 | |
კაიზერ ჩიფსი (ინგლ. Kaizer Chiefs F.C.) | ![]() |
||
კრუზეირო (პორტ. Cruzeiro Esporte Clube) | ![]() |
||
პორტუგესა (ესპ. Portuguesa Fútbol Club) | ![]() |
||
ნოროესტე (პორტ. Esporte Clube Noroeste) | ![]() |
1978–1979 | |
ფასტ კლუბი (პორტ. Nacional Fast Clube) | ![]() |
||
ვილსტერმანი (ესპ. Club Deportivo Jorge Wilstermann) | ![]() |
1980–1981 | |
ბოტაფოგო (პორტ. Botafogo de Futebol e Regatas) | ![]() |
||
ნუევე დე ოქტუბრე (ესპ. A.D. Nueve de Octubre) | ![]() |
სანაკრებო კარიერა
1964–1982 წლებში ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავს, რომლის შემადგენლობაში 81 შეხვედრას ატარებს და 35 ბურთი გააქვს.[4]
სტატისტიკა
ბრაზილია | ||
---|---|---|
წელი | მატჩი | გოლი |
1964 | 1 | 1 |
1965 | 6 | 0 |
1966 | 10 | 0 |
1968 | 14 | 9 |
1969 | 9 | 5 |
1970 | 13 | 11 |
1972 | 5 | 3 |
1973 | 6 | 2 |
1974 | 16 | 4 |
1982 | 1 | 0 |
ჯამში | 81 | 35 |
მსოფლიო ჩემპიონატებზე
ჟაირზინიომ მსოფლიო ჩემპიონატების 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 9 ბურთი გაიტანა.[5]
ჩემპ. | მასპინძელი | № | პოზიცია | შ | ბ | მ | ფ | წ | შედეგი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1966 | ![]() |
![]() |
თავდამსხმელი | 3 | 0 | 1 | 0 | 2 | |
1970 | ![]() |
![]() |
თავდამსხმელი | 6 | 7 | 6 | 0 | 0 | |
1974 | ![]() |
![]() |
თავდამსხმელი | 7 | 2 | 3 | 2 | 2 |
მიღწევები
საკლუბო
- რიო–სან-პაულუს ტურნირი: 1964, 1966
- კარიოკას ჩემპიონატი: 1967, 1968
- გუანაბარას თასი: 1967, 1968
- ბრაზილიის თასი: 1968
- ლიბერტადორესის თასი: 1976
სანაკრებო
ინდივიდუალური
- მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების წევრი: 1970
- ლიბერტადორესის თასის საუკეთესო ბომბარდირი: 1976
- XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი Placar-ის ვერსიით: 1999
- XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელი World Soccer-ის ვერსიით: 1999
- ბრაზილიური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზის წევრი [6]
- „ბოტაფოგოს“ ყველა დროის მეექვსე საუკეთესო ბომბარდირი [7]
ლიტერატურა
- გოდუაძე, ლაშა., მსოფლიო თასის ისტორია (1930–2010) / ჯანთიშვილი, გ., თბ.: მსოფლიო სპორტი, 2010. — გვ. 66–73. 496 გვ.
რესურსები ინტერნეტში
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)
- ჟაირზინიო — FIFA.com
- ჟაირზინიო — Association of Football Statisticians
- ჟაირზინიო — National Football Teams
- ჟაირზინიო დაარქივებული 2019-11-30 საიტზე Wayback Machine. — Torcida.com.ru
სქოლიო
- ↑ გოდუაძე, ლ. 2010, pp. 66–73.
- ↑ Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100. წაკითხვის თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.
- ↑ Botafogo de Futebol e Regatas · Os maiores artilheiros da história do Botafogo F.R. · Atualizado até 14/02/2013. ინფორმაციის განახლების თარიღი: 20 მარტი, 2013. წაკითხვის თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.
- ↑ Jairzinho — Jair Ventura Filho წაკითხვის თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.
- ↑ Jairzinho in the World Cups წაკითხვის თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.
- ↑ Museu do Futebol II. Anjos barrocos. Portuguese. Fut Pop Clube (17 მაისი, 2009). ციტირების თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.
- ↑ Botafogo de Futebol e Regatas · Os maiores artilheiros da história do Botafogo F.R. · Jair Ventura Filho (Jairzinho). Nascimento – 25/12/1944 (Rio de Janeiro – RJ). Estréia – 15/08/1962 – 3 x 1 Independiente Santa Fé-COL (Amistoso), Bogotá. Gols do Botafogo – Garrincha, Amarildo e Amoroso. Despedida – 06/12/1981 – 2 x 1 Potyguar-RN (Amistoso), Est. Cel. José Bezerra, Currais Novos. Gols do Botafogo – Mendonça e Jérson. წაკითხვის თარიღი: 20 სექტემბერი, 2021.
|