ჟაკო

ჟაკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  თუთიყუშისნაირნი
ოჯახი:  თუთიყუშისებრნი
გვარი:  ბლაგვკუდა თუთიყუშები
სახეობა:  ჟაკო
ლათინური სახელი
Psittacus erithacus
სინონიმები
  • Psittacus erithacus erithacus
  • Psittacus erithacus timneh
დაცვის სტატუსი
სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

ჟაკო, რუხი თუთიყუში (ლათ. Psittacus erithacus) — ფრინველი თუთიყუშისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ აღწევს. გავრცელებულია ეკვატორული აფრიკის ტყეებში. ბუდობს მაღალი ხეების ფუღუროებში, დებს 2 კვერცხს. ერთიანდება მრავალრიცხოვან გუნდებად (გამრავლების პერიოდის გამოკლებით) და დიდი ზიანი მოაქვს სიმინდისა და ბრინჯის ყანებისათვის. ჟაკოს აქვს ბგერათმბაძველობის უნარი, რის გამოც ტიპობრივ „გალიურ ფორმად“ იქცა. ტყვეობაში ცოცხლობს 70 წლამდე.

ლიტერატურა