რავა-აოპა-ვატუმოჰაი (ინდონ.Taman Nasional Rawa Aopa Watumohai) — ეროვნული პარკიინდონეზიაში. მდებარეობს კუნძულ სულავესიზე, სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესის პროვინციაში. ეროვნულ პარკად გამოცხადდა 1989 წელს. ფართობი 1 050 კმ²–ია. სიმაღლე მერყეობს ზღვის დონიდან 981 მეტრამდე.
მრავალფეროვანია პარკის მცენარეულობა: მთისწინა წვიმის ტყეები, მანგროსა და სანაპიროს ტყეები, სავანები და მტკნარი წყლის ჭაობის ტყეები. პარკშ ბინადრობს საფრთხის ქვეშ მყოფი ბარიბუსა. გავრცელებულია 155 სახეობსი ფრინველი, რომელთაგან 37 სულავესის ენდემია, ასევე 323 სახეობის მცენარე.