რამაზ ხარშილაძე
მედლები | ||
---|---|---|
ძიუდო | ||
ოლიმპიური თამაშები | ||
ვერცხლი | მონრეალი 1976 | -93 კგ. |
მსოფლიო ჩემპიონატი | ||
ბრინჯაო | ვენა 1975 | -93 კგ. |
ევროპის ჩემპიონატი | ||
ოქრო | ლიონი 1975 | გუნდური |
ვერცხლი | კიევი 1976 | გუნდური |
ბრინჯაო | ვენა 1980 | -95 კგ. |
რამაზ ხარშილაძე (დ. 16 იანვარი, 1951, ნაცარგორა, ხაშურის რაიონი — გ. 11 სექტემბერი, 2017, თბილისი ) — ქართველი ძიუდოისტი, სამბისტი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი.
1976 წლის მონრეალის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი 93. კგ. წონით კატეგორიაში. მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1975). ევროპის ჩემპიონი (1975) და ვერცხლის პრიზიორი (1976) გუნდურ შეჯიბრში, ბრინჯაოს პრიზიორი (1980) პირად წონაში. საბჭოთა კავშირის 4-გზის ჩემპიონი ძიუდოში (1974, 1976, 1979, 1980) და 2-გზის ჩემპიონი სამბოში (1971, 1973). სსრკ ხალხთა VI და VII სპარტაკიადების ჩემპიონი (1975, 1979). ღირსების ორდენის კავალერი.
ძირითადი შედეგები
რესურსები ინტერნეტში
- რამაზ ხარშილაძე — judoinside.com.
- რამაზ ხარშილაძე — საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი
- Рамаз Харшиладзе — on-sports.ru.
- რამაზ ხარშილაძე — ქართული სპორტი.