რაში — ქართულ მითოლოგიაში ზღაპრული ცეცხლოვანი ბუნების ფრთიანი ცხენი, რომლის მეშვეობით გმირი სწრაფად გადალახავს სივრცეებს. რაში სკნელთა შორის შუამავვალია და მასზე ამხედრებული გმირი დაუბროკლებლად მოძრაობს სამივე სკნელში. რაში განასახიერებს ერთდროულად ოთხ სტიქიას.