რეჯეპ მეიდანი
რეჯეპ მეიდანი | |
ალბანეთის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 ივლისი, 1997 – 24 ივლისი, 2002 | |
წინამორბედი | სალი ბერიშა |
მემკვიდრე | ალფრედ მოისიუ |
დაბადებული | 17 აგვისტო, 1944 ტირანა, ალბანეთი |
პოლიტიკური პარტია | სოციალისტური პარტია |
რეჯეპ ქემალ მეიდანი (ალბ. Rexhep Qemal Mejdani; დ. 17 აგვისტო, 1944, ტირანა) — ალბანელი პოლიტიკოსი. ალბანეთის პრეზიდენტი 1997–2002 წლებში.
პროფესიით ფიზიკოსი. 1966 წელს დაასრულა ტირანის უნივერსიტეტი. შემდეგ სწავლა გააგრძელა საფრანგეთში და 1974 წელს დაასრულა კანის უნივერსიტეტი. პოლიტიკური კარიერა დაიწყო 1990 წელს. პირველ მრავალპარტიულ არჩევნებზე იყო ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 1996 წელს გახდა სოციალისტური პარტიის წევრი, ხოლო 1997 წელს აირჩიეს პრეზიდენტად.
რესურსები ინტერნეტში
- რეჯეპ მეიდანის ბიოგრაფია დაარქივებული 2014-10-19 საიტზე Wayback Machine.
|