რობერტ ბარანი (უნგრ. Róbert Bárány; (დ. 22 აპრილი, 1876, ვენა — გ. 8 აპრილი, 1936, უფსალა) — ავსტრიელი ოტორინოლარინგოლოგი. იკვლევდა ვესტიბულური აპარატის ფიზიოლოგიას და პათოლოგიას. გამოიგონა ვესტიბულური აპარატის გამოსაკვლევად მბრუნავი სკამი, ე. წ. ბარანის სავარძელი, დაამუშავა საფეთქლის ძვლის, ლაბირინთისა და შუბლის წიაღის ოპერაციების ორიგინალური მეთოდები. 1914 წელს ლაბირინთოლოგიაში გამოკვლევებისათვის მიენიჭა ნობელის პრემია.
ბიოგრაფია
რობერტ ბარანი დაიბადა ვენაში, უნგრელი ებრაელის ოჯახში 1876 წელს. მის მომავალ ინტერესებზე დიდი გავლენა მოახდინა დედამ, მარია ჰოკმა, რომელიც ცნობილი პრაღელი ისტორიკოსის და პუბლიცისტის ქალიშვილი იყო. ბარანის მედიცინისადმი ინტერესი გაუღვივა ასევე ბავშვობაში გადატანილმა ძვლის ტუბერკულოზმა, რომელმაც შეუქცევადად დაუზიანა მუხლის სახსარი. მიუხედავად ამისა ბარანი მთელი ცხოვრების მანძილზე გატაცებული იყო ჩოგბურთით და მთებში მოგზაურობით.
ბარანიმ 1900 წელს დაამთავრა ვენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. სწავლა მაინის ფრანკფურტსა და ფრაიბურგში განაგრძო, ვენაში დაბრუნების შემდეგ კი, 1903 წელს, მუშაობდა ვენის უნივერსიტეტის ყურის კლინიკაში ოტოლოგიის ერთ-ერთი პიონერთან, ადამ პოლიტცერთან. 1909 წელს გახდა იმავე უნივერსიტეტის ლექტორი ოტოლოგიაში. იკვლევდა წონასწორობის ფიზიოლოგიასა და დარღვევებს, შექმნა ვესტიბულური აპარატის დაავადებების ახალი სადიაგნოსტიკო კვლევები, ნათხემის ფუნქციის შეფასების მეთოდები და განსაზღვრა მათი მნიშვნელობა წონასწორობის დარღვევების დიაგნოსტიკაში. პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) დროს ქირურგად მუშაობდა ავსტრია-უნგრეთის არმიაში. 1914 წელს ტყვედ ჩაუვარდა რუსებს. ნობელის პრემიაც ტყვეობაში ყოფნის პერიოდში მიენიჭა. ბარანის დაჯილდოებას ავსტრიელი ფსიქოლოგი ზიგმუნდ ფროიდი ასე გამოეხმაურა: „თავის დროზე ბარანის მოწაფედ აყვანაზე უარი ვუთხარი, რადგან ის ძალზედ არანორმალურად მეჩვენებოდა. მისთვის ნობელის პრემიის გადაცემამ აღმიძრა სევდიანი ფიქრები, თუ რაოდენ უმწეოა ადამიანი ხალხისგან სათანადო პატივისცემის მიღების საქმეში“.[16] 1916 წელს შვედეთის სამეფო სახლის წევრის, პრინც კარლის და წითელი ჯვრის შუამდგომლობით ბარანი რუსეთის მთავრობამ გაათავისუფლა, რის შემდეგაც მეცნიერს კუთვნილი პრემია სტოკჰოლმში გადასცეს. ვენაში დაბრუნებულს ავსტრიელმა კოლეგებმა პლაგიარიზმსა და სამეცნიერო გულგრილობაში დასდეს ბრალი. სტოკჰოლმის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ბარანი გაამართლა. ამის შემდეგ მეცნიერმა ვენის უნივერსიტეტი დატოვა და შვედეთში გადასახლდა. 1917 წლიდან ასწავლიდა უფსალის უნივერსიტეტში, სადაც ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკას განაგებდა. 1926 წელს აირჩიეს სრულ პროფესორად. იყო აქტიური პაციფისტი. სიცოცხლის ბოლო წლებში მეცნიერმა რამდენიმე ინსულტი გადაიტანა, რამაც ნაწილობრივი პარალიზი და მტანჯველი ტკივილები გამოიწვია. გარდაიცვალა უფსალაში 1936 წელს, 59 წლის ასაკში. მისი სამივე შვილი ექიმი და მეცნიერი იყო, შვილიშვილი ანდერს ბარანი კი ფიზიკოსია და ერთხანს ნობელის ფიზიკის კომიტეტის მდივანი იყო.
ლიტერატურა
- Bracha, A; Tan, SY (January 2015). „Robert Bárány (1876–1936): The Nobel Prize-winning prisoner of war“. Singapore Medical Journal. 56 (01): 5–6. doi:10.11622/smedj.2015002.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Holmgren G. (unspecified title) — გვ. 716.
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 Who Named It?
- ↑ 4.0 4.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ 7.0 7.1 Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 http://www.deutsche-biographie.de/pnd135862450.html
- ↑ 9.0 9.1 Барани Роберт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 10.0 10.1 ჰოლმგრენი გ. (unspecified title) — გვ. 716.
- ↑ 11.0 11.1 Uppsala domkyrkoförsamlings kyrkoarkiv, Död- och begravningsböcker, SE/ULA/11632/F/15 (1935-1942), bildid: 00150932_00071, sida 68
- ↑ Norra begravningsplatsen: Kändisarna
- ↑ Barany, ROBERT — Svenskagravar.se.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ http://www.nndb.com/edu/734/000068530/
- ↑ Ernest Jones (Ed.) (1961). „23: The War Years“, The Life and Work of Sigmund Freud. Basic Books, გვ. 347.
|
---|
| 1901–1925 | | |
---|
| 1926–1950 | |
---|
| 1951–1975 |
მაქს ტეილერი (1951) • ზელმან ვაქსმანი (1952) • ჰანს ადოლფ კრებსი / ფრიც ალბერტ ლიპმანი(1953) • ჯონ ფრანკლინ ენდერსი / თომას ჰაკლ უელერი / ფრედერიკ ჩეპმენ რობინსი (1954) • ჰუგო თეორელი (1955) • ანდრე ფრედერიკ კუნანი / ვერნერ ფორსმანი / დიკინსონ რიჩარდსი (1956) • დანიელე ბოვე (1957) • ჯორჯ უელს ბიდლი / ედუარდ ტეიტემი / ჯოშუა ლედერბერგი (1958) • სევერო ოჩოა / ართურ კორნბერგი (1959) • ფრენკ ბერნეტი / პიტერ მედავარი (1960) • დიორდ ფონ ბეკეში (1961) • ფრენსის კრიკი / ჯეიმს უოტსონი / მორის უილკინსი (1962) • ენდრიუ ფილდინგ ჰაქსლი / ალან ჰოჯკინი / ჯონ კერიუ ექლსი (1963) • კონრად ემილ ბლოხი / ფეოდორ ფელიქს კონრად ლინენი (1964) • ფრანსუა ჟაკობი / ანდრე ლვოვი / ჟაკ ლუსიენ მონო (1965) • ფრენსის პეიტონ როუსი / ჩარლზ ბრენტონ ჰაგინზი (1966) • რაგნარ გრანიტი / ჰოლდენ კეფენ ჰარტლაინი / ჯორჯ უოლდი (1967) • რობერტ ჰოლი / ჰარ გობინდ კორანა / მარშალ ნირენბერგი (1968) • მაქს დელბრიუკი / ალფრედ ჰერში / სალვადორ ლურია (1969) • ბერნარდ კაცი / ულფ ფონ ეილერი / ჯულიუს აქსელროდი (1970) • ერლ საზერლენდი (1971) • ჯერალდ ედელმანი / როდნი პორტერი (1972) • კარლ ფონ ფრიში / კონრად ლორენცი / ნიკოლას ტინბერგენი (1973) • ალბერ კლოდი / კრისტიან დე დიუვი / ჯორჯ პალადე (1974) • დეივიდ ბალტიმორი / რენატო დულბეკო / ჰაუარდ მარტინ ტემინი (1975)
|
---|
| 1976–2000 |
ბარუხ ბლამბერგი / დანიელ კარლტონ გაიდუზეკი (1976) • როჟე გიიმენი / ენდრიუ შალი / როზალინ სამსენ იალოუ (1977) • ვერნერ არბერი / დანიელ ნატანსი / ჰამილტონ სმიტი (1978) • ალან კორმაკი / გოდფრი ჰაუნსფილდი (1979) • ბარუხ ბენასერაფი / ჯორჯ სნეპი / ჟან დოსე (1980) • როჯერ სპერი / დეივიდ ჰიუბელი / ტორსტენ ვიზელი(1981) • სუნე ბერგსტრიომი / ბენგტ სამუელსონი / ჯონ ვეინი (1982) • ბარბარა მაკ-კლინტოკი (1983) • ნილს ერნე / გეორგ კიოლერი / სეზარ მილშტეინი (1984) • მაიკლ სტიუარტ ბრაუნი / ჯოზეფ ლეონარდ გოლდშტეინი (1985) • სტენლი კოენი / რიტა ლევი-მონტალჩინი (1986) • სუძუმი ტონეგავა (1987) • ჯეიმს ბლეკი / გერტრუდა ელაიონი / ჯორჯ ჰიტჩინგსი (1988) • ჯონ მაიკლ ბიშოპი / ჰაროლდ ვარმუსი (1989) • ჯოზეფ მიურეი / ედვარდ დონალ ტომასი (1990) • ერვინ ნეერი / ბერტ საკმანი (1991) • ედმონდ ფიშერი / ედვინ კრებსი (1992) • რიჩარდ ჯონ რობერტსი / ფილიპ შარპი (1993) • ალფრედ გილმანი / მარტინ როდბელი (1994) • ედვარდ ლიუისი / ერიკ ვიშაუსი/ კრისტიანა ნიუსლიაინ-ფოლჰარდი (1995) • პიტერ დოერტი / როლფ ცინკერნაგელი (1996) • სტენლი პრუზინერი (1997) • რობერტ ფერჩგოტი / ლუის იგნარო / ფერიდ მურადი (1998) • გიუნტერ ბლობერი (1999) • არვიდ კარლსონი / პოლ გრინგარდი / ერიკ კენდელი (2000)
|
---|
| 2001–დღემდე |
ლელანდ ჰარტველი / ტიმოტი ჰანტი / პოლ ნერსი (2001) • სიდნეი ბრენერი / ჯონ სალსტონი / რობერტ ჰორვიცი (2002) • პოლ ლოტერბური / პიტერ მენსფილდი (2003) • რიჩარდ ექსელი / ლინდა ბაკი (2004) • ბარი მარშალი / რობინ უორნი (2005) • ენდრიუ ფაიერი / კრეიგ მელო (2006) • მარიო კაპეკი / მარტინ ევანსი / ოლივერ სმიტისი (2007) • ლიუკ მონტანიე / ფრანსუაზა ბარე-სინუსი / ჰარალდ ცურ ჰაუზენი (2008) • ელიზაბეთ ბლეკბიორნი / კეროლ გრეიდერი / ჯეკ შოსტაკი (2009) • რობერტ ჯეფრი ედვარდსი (2010) • ბრუს ბეტლერი / ჟიულ ჰოფმანი / რალფ შტეინმანი (2011) • სინია იამანაკა / ჯონ გურდონი (2012) • ჯეიმზ როტმანი / რენდი შეკმანი / თომას კრისტიან ზიუდჰოფი (2013) • ჯონ ო’კიფი / მეი-ბრიტ მოსერი / ედვარდ მოსერი (2014) • უილიამ კემპბელი / სატოსი ომურა / ტუ იუიუ (2015) • იოსინორი ოსუმი (2016) • ჯეფრი ჰოლი / მაიკლ როსბაში / მაიკლ იანგი (2017) • ჯეიმზ ელისონი / ტასუკუ ჰონჯო (2018) • უილიამ კელინი / გრეგ სემენზა / პიტერ რედკლიფი (2019) • ჰარვი ჯეიმზ ალტერი / ჩარლზ რაისი / მაიკლ ჰოუტონი (2020) • დევიდ ჯულიუსი / არდემ პატაპუტიანი (2021) • ალენ ასპე / ჯონ კლაუზერი / ანტონ ცაილინგერი (2022) • კატალინ კარიკო / დრიუ ვაისმანი (2023)
|
---|
| |
|