როი ჰარპერი
როი ჰარპერი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 12 ივნისი, 1941 |
დაბ. ადგილი | რასჰოლმი, მანჩესტერი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი | ხალხური მუსიკა, პროგრესული ფოლკი, ფოლკ როკი, ალტერნატიული როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, პოეტი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა |
აქტიური | 1964–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Science Friction, Harvest |
საიტი | |
როი ჰარპერი ვიკისაწყობში |
როი ჰარპერი (დ. 1941 წლის 12 ივნისს) — ინგლისელი როკ და ფოლკ მომღერალი და სიმღერების ავტორი. იგი ცნობილი 1960-იანი წლებიდან. გამოცემული აქვს მრავალი სტუდიური ალბომი. ჯგუფმა ლედ ზეპელინმა მას მიუძღვნა სიმღერა „Hats Off to (Roy) Harper“.
1975 წელს ჰარპერმა შეასრულა ვოკალი პინკ ფლოიდის სიმღერაში „Have A Cigar“. ჯგუფთან ერთად მან იგი მხოლოდ ერთხელ, 1975 წლის ნებუორთის ფესტივალზე იმღერა. 2012 წლის დოკუმენტურ ფილმში The Story Of Wish you Were Here იგი საუბრობს ამ სიმღერის ჩაწერის შესახებ.
1978 წელს დევიდ გილმორის სოლო ალბომში David Gilmour შევიდა სიმღერა „Short And Sweet“, დაწერილი ჰარპერთან ერთად. გადამუშავებული ვერსია შევიდა ჰარპერის 1980 წლის ალბომში The Unknown Soldier. სიმღერა მხოლოდ დევიდის მიერ სრულდებოდა 1984 წლის ტურნეში. შესრულება ჰარპერთან ერთად შეტანილია საკონცერტო ვიდეოში David Gilmour. დევიდ გილმორი უკრავს სიმღერაში „The Game“ როის ალბომზე HQ. პიტერ ჯენერი ალბომის პროდიუსერია. როი ჰარპერისა და ჯიმი პეიჯის ალბომი Whatever Happened to Jugula? შეიცავს სიმღერას „Hope“. მის ავტორებად მითითებულები არიან ჰარპერი და გილმორი. იგი ასევე ცნობილია, როგორც „White City“ - პიტ ტაუნსენდის შესრულებით. როის ალბომზე Once დევიდი უკრავს სიმღერებში „Once, Once In The Middle of Nowhere“ და „Berliners“.
დისკოგრაფია
სტუდიური ალბომები
- 1967 – Sophisticated Beggar
- 1968 – Come Out Fighting Ghengis Smith
- 1969 – Folkjokeopus
- 1970 – Flat Baroque and Berserk
- 1971 – Stormcock
- 1973 – Lifemask
- 1974 – Valentine
- 1975 – HQ (აშშ სათაური: When an Old Cricketer Leaves the Crease)
- 1977 – Bullinamingvase (აშშ სათაური: One of Those Days in England)
- 1980 – The Unknown Soldier
- 1982 – Work of Heart
- 1984 – Born in Captivity
- 1985 – Whatever Happened to Jugula? (ჯიმი პეიჯის მონაწილეობით)
- 1988 – Descendants of Smith
- 1988 – Loony on the Bus
- 1990 – Once
- 1992 – Death or Glory?
- 1994 – Commercial Breaks
- 1994 – Garden of Uranium (ალბომის Descendants of Smith მეორე გამოცემა)
- 1998 – The Dream Society
- 2000 – The Green Man