როკუძიო იმპერატორ ნიძიოს ვაჟი იყო და უკვე 1 წლის ასაკში, 1165 წლის 3 აგვისტოს ტახტზე ავიდა. ორწლინახევრის შემდეგ 1168 წლის 30 მარტს იგი ტახტზე მისმა უფროსმა ძმამ ტაკაკურამ შეცვალა. იმპერატორმა როკუძიომ 12 წლის ასაკამდე იცოცხლა. მისი მმართველობის დროს რეგენტები ბაბუამისი, ექს-იმპერატორი გო-სირაკავა და ცნობილი პოლიტიკოსი ტაირა ნო კიიომორი იყვნენ.
ეს სტატია პიროვნების შესახებ ჯერჯერობით ესკიზია. თქვენ შეგიძლიათ დაგვეხმაროთ მის შევსებაში.