რუფუს უეინრაიტი
რუფუს უეინრაიტი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 22 ივლისი, 1973 |
დაბ. ადგილი | Rhinebeck[1] |
ჟანრ(ებ)ი | ბაროკო-პოპი, ოპერული პოპი |
საქმიანობა | ვოკალისტი,მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | პიანინო, გიტარა, ვოკალი |
აქტიური | 1993-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Geffen Records Dreamworks Records |
საიტი | www.rufuswainwright.com |
რუფუს უეინრაიტი ვიკისაწყობში |
რუფუს მაკგერიგლ უეინრაიტი (Rufus McGarrigle Wainwright (დ. 22 ივლისი, 1973) — კანადელ-ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი. 1998 წლიდან ჩაწერილი აქვს ხუთი ალბომი საკუთარი მუსიკით, რამდენიმე EP და მრავალი კომპოზიცია კომპილაციებისა და კინოფილმების საუნდტრეკებისთვის.
დაიბადა რაინბეკში, ნიუ-იორკი, ხალხურ მომღერალთა ლუდონ უეინრაიტისა და კეიტ მაკგერიგლის ოჯახში. პიანინოზე დაკვრას ექვსი წლის ასაკიდან სწავლობს. 14 წლის ასაკში კინოფილმში "Tommy Tricker and the Stamp Traveller" შესრულებული საკუთარი სიმღერისთვის "I'm A-Runnin" მას 1989 წლის Genie Award-ის ნომინაცია მოუტანა საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის. 1990 წელს მოხვდა Juno Award-ის წლის ყველაზე პერსპექტიული მამაკაცი ვოკალისტის ნომინაციაში.
ბავშვობის დიდი ნაწილი დედასთან ერთად მონრეალში გაატარა. გარკვეული პერიოდი კონკორდიასა და მაკგილის უნივერსიტეტებში სწავლობდა კლასიკურ და თანამედროვე ფორტეპიანოს სპეციალობით. უეინრაიტი დღემდე კანადის მოქალაქეა.
დისკოგრაფია
- Rufus Wainwright (1998)
- Poses (2001)
- Want One (2003)
- Want Two (2004)
- Release the Stars (2007)
- All Days Are Nights: Songs for Lulu (2010)
- Out of the Game (2012)
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- რუფუს უეინრაიტი დაარქივებული 2008-11-15 საიტზე Wayback Machine. ლეიბლის Geffen Records გვერდზე
სქოლიოს სიის წინასწარი გადახედვა
- ↑ Carnegie Hall linked open data — 2017.