საბა საზონოვი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 1 თებერვალი, 2002 | ||
დაბადების ადგილი | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი | ||
სიმაღლე | 194 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი |
ემპოლი (იჯარით ტორინოდან) | ||
ნომერი | 15 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2008–2020 | ზენიტი სანქტ-პეტერბურგი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2019–2021 | ზენიტი 2 | 24 | (3) |
2021 | ზენიტი | 1 | (0) |
2021– | დინამო მოსკოვი | 31 | (1) |
2021–2022 | დინამო მოსკოვი 2 | 9 | (2) |
2023– | ტორინო | 13 | (0) |
2024– | → ემპოლი | 0 | (0) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2022– | საქართველო 21-წ. | 7 | (1) |
2022– | საქართველო | 2 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 19 მარტი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 ივლისი, 2023 |
საბა საზონოვი (დ. 1 თებერვალი, 2002) — ქართველი ფეხბურთელი. „ემპოლისა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი.
საკლუბო კარიერა
2018–19 წლებში „ზენიტის“ აკადემიაში თამაშობდა.
საზონოვის დებიუტი რუსეთის პრემიერ ლიგაში 2021 წლის 16 მაისს „ტამბოვის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა, სადაც მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა და მაგომედ ოზდოევი შეცვალა.[1]
2021 წლის 9 ივლისს საზონოვმა მოსკოვის „დინამოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.[2] თავდაპირველად, ის „დინამო 2-ში“ თამაშობდა, მაგრამ გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა სანდრო შვარცმა ძირითად შემადგენლობას შეაჩვია, დებიუტი კი 2021 წლის ოქტომბერში ჰქონდა. სლავიშა იოკანოვიჩის პერიოდში კი საბა „დინამოს“ საკვანძო მოთამაშე გახდა.
2021 წლის აგვისტოდან თამაშობს „ტორინოში“.[3][4] მას შემდეგ იტალიურ კლუბში საბა საზონოვმა 12 მატჩი ჩაატარა, ხოლო ძირითად შემადგენლობაში ორჯერ მოხვდა.[5]
საბა საზონოვი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ GFF Awards 2023-ის საზეიმო დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და 21-წლამდელთა გუნდის ფეხბურთელისთვის 2023 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. საბა საზონოვმა საქართველოს მოქალაქეობა 2022 წელს მიიღო, 2023 წელს კი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე უეფა-მ და Sofascore-მა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.[6]
საკლუბო სტატისტიკა
- განახლდა: 16 მარტი, 2024
კლუბი | სეზონი | ლიგა | თასი | კონტინენტური | სხვა | ჯამში | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | მატჩი | გოლი | ||
ზენიტი 2 | 2019–20 | რუსეთის მეორე ლიგა | 6 | 0 | – | – | – | 6 | 0 | |||
2020–21 | 18 | 3 | – | – | – | 18 | 3 | |||||
სულ | 24 | 3 | 0 | 0 | 0 | 0 | – | 24 | 3 | |||
ზენიტი | 2020–21 | რუსეთის პრემიერლიგა | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | – | 1 | 0 | |
დინამო მოსკოვი 2 | 2021–22 | რუსეთის მეორე ლიგა | 9 | 2 | – | – | – | 9 | 2 | |||
დინამო მოსკოვი | 2021–22 | რუსეთის პრემიერლიგა | 6 | 0 | 0 | 0 | – | – | 6 | 0 | ||
2022–23 | 24 | 1 | 6 | 0 | – | – | 30 | 1 | ||||
2023–24 | 4 | 0 | 1 | 0 | – | – | 5 | 0 | ||||
სულ | 34 | 1 | 7 | 0 | 0 | 0 | – | 41 | 1 | |||
ტორინო | 2023–24 | სერია A | 12 | 0 | 0 | 0 | – | – | 12 | 0 | ||
სულ ჯამში | 80 | 6 | 7 | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 87 | 6 |
ჯილდოები
- ღირსების ორდენი: 2024[7]
რესურსები ინტერნეტში
- საბა საზონოვი — უეფა-ს ოფიციალურ საიტზე
- საბა საზონოვი — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
- საბა საზონოვი — Soccerway
სქოლიო
- ↑ Tambov v Zenit game report.
- ↑ Саба Сазонов перешёл в "Динамо".
- ↑ საბა საზონოვი და „ტორინო“: უკვე ოფიციალურად!
- ↑ აპირებს თუ არა „ტორინო“ საზონოვის იჯარით გაშვებას?
- ↑ საზონოვი ტრავმირებულია
- ↑ საბა საზონოვი - წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ