სალბიერი
სოფელი | |
---|---|
სალბიერი | |
ქვეყანა | საქართველო |
სპეციალური ერთეული | სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული |
მუნიციპალიტეტი | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
თემი | სალბიერი |
კოორდინატები | 42°06′44″ ჩ. გ. 44°32′12″ ა. გ. / 42.11222° ჩ. გ. 44.53667° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1160 მ |
მოსახლეობა | 17 კაცი (2002) |
ეროვნული შემადგენლობა | ოსები 94 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სალბიერი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში, ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ქსნის ხეობაში. თემის ცენტრი (სოფლები: დელკანი, მოსაბრუნი, ნაგომევი, ჩორჩანი, ძეგლევი, ჯვარისუბანი). ზღვის დონიდან 1160 მ, ახალგორიდან 7 კმ, ქსნიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 33 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 17 კაცი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 688.