სამგურალი წყალტუბო (საფეხბურთო კლუბი)
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი სამგურალი წყალტუბო | ||
---|---|---|---|
დაარსდა | 1945 | ||
სტადიონი |
26 მაისის სტადიონი, წყალტუბო, საქართველო (ტევადობა: 12,000) | ||
პრეზიდენტი |
![]() | ||
მწვრთნელი |
![]() | ||
კაპიტანი |
![]() | ||
ლიგა | ეროვნული ლიგა | ||
2024 | მე-5 | ||
საიტი | ოფიციალური საიტი | ||
|
სამგურალი წყალტუბო — ქართული საფეხბურთო კლუბი ქალაქ წყალტუბოდან. ჩამოყალიბდა 1945 წელს „მედიკის“ სახელწოდებით. გუნდის მთავარი მწვრთნელი: სამსონ ფრუიძე. კლუბი მატჩებს ატარებს 26 მაისის სტადიონზე.
1983–1985 და 1989 წლების საქართველოს პირველობაზე გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი, 1986 წელს — მეორე, ხოლო 1987-1988 წლებში მესამე ადგილი. 1990 წელს ჩაება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში და 2004 წლამდე იყო მონაწილე. გუნდის საუკეთესო შედეგია მეოთხე ადგილი მეოთხე ეროვნულ ჩემპიონატზე. „სამგურალი“ ერთხელ გახდა ეროვნული თასის გათამაშების ფინალისტი და ქუთაისის „ტორპედოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.
გუნდის ისტორიაში ყველაზე მეტი, 144 მატჩი ჩაატარა ვარლამ ფესტვენიძემ, ხოლო საუკეთესო ბომბარდირი ერთ სეზონში 41 გატანილი გოლით მერაბ მეგრელაძეა.
მიღწევები
- საქართველოს საბჭოთა ჩემპიონატი
- ჩემპიონი: 1983, 1985, 1989
- საქართველოს საბჭოთა თასი
- ჩემპიონი: 1988, 1989
- საქართველოს თასი:
- ფინალისტი: 1999, 2020
- პირველი ლიგა
- ჩემპიონი: 1996
- მეორე ადგილი: 1997, 2004, 2016
- მესამე ადგილი: 2001
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- „სამგურალის“ ოფიციალური საიტი — FCSamgurali.ge
- FC Samgurali Tskhaltubo — Soccerway
- FC Samgurali Tskhaltubo — Transfermarkt
- FC Samgurali official — „სამგურალის“ ოფიციალური Facebook გვერდი
სქოლიო
- ↑ თედო კიკაბიძე · თედო კიკაბიძის პერსონალური გვერდი ეროვნული ლიგის ოფიციალურ საიტზე. დაარქივებულია ორიგინალიდან. დაარქივების თარიღი: 12 დეკემბერი, 2019. წყარო: ეროვნული ლიგა. წაკითხვის თარიღი: 12 დეკემბერი, 2019.
|