სამი კაბალერო

„სამი კაბალერო“
რეჟისორი
  • ნორმან ფერგიუსონი (მეთვალყურე)
  • კლაიდ ჯერონიმი
  • ჯეკ კინი
  • ბილ რობერტსი
  • ჰაროლდ იანგი (სცენების რეჟისორები)
პროდიუსერი უოლტ დისნეი
ისტორია
  • ჰომერ ბრაიტმენი
  • ერნესტ ტერაზასი
  • ტედ სირსი
  • ბილ პიტი
  • რალფ რაიტი
  • ელმერ პლამერი
  • როი უილიამსი
  • უილიამ კოტრელი
  • დენ კონელი
  • ჯეიმზ ბოდრერო
როლებში
  • კლერენს ნეში
  • ხოსე ოლივეირა
  • ხოაკინ გარაი
მუსიკა
  • ედვარდ ჰ. პლამბი
  • პოლ სმითი
  • ჩარლზ უოლკოტი
სტუდია Walt Disney Productions
დისტრიბუტორი RKO Radio Pictures
პრემიერა
  • 21 დეკემბერი, 1944 (1944-12-21) (მეხიკო)
  • 3 თებერვალი, 1945 (1945-02-03) (US)[1]
ხანგრძლივობა 72 წთ
ქვეყანა აშშ
ენა
  • ინგლისური
  • ესპანური
  • პორტუგალიური

სამი კაბალერო (ინგლ. The Three Caballeros) — 1944 წლის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი გამოუშვა Walt Disney Productions-მა, RKO Radio Pictures-ის დისტრიბუციით. ფილმის პრემიერა 1944 წლის 21 დეკემბერს, მეხიკოში გაიმართა, აშშ-ში — შემდეგი წლის 3 თებერვალს, ხოლო ბრიტანეთში — მარტში. ამ, რიგით მეშვიდე დისნეის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების სერიაში, ისევე, როგორც ფილმში „სალამი, მეგობრებო“, მოქმედება კვლავ ლათინურ ამერიკაში მიმდინარეობს. მასში შერწყმულია მსახიობების და ანიმაციური პერსონაჟების მოქმედება. „სამი კაბალერო“ მეორეა დისნეის მიერ 1940-იანებში გადაღებულ ფილმებში, რომლებიც ნოველებისგან შედგება.

ფილმი შედგება სხვადასხვა ეპიზოდისგან, რომლებშიც დონალდ დაკი ხსნის საჩუქრებს მეგობრებისგან ლათინური ამერიკიდან. მასში მონაწილეობს იმ პერიოდის რამდენიმე ვარსკვლავი, მომღერლები აურორა მირანდა (კარმენ მირანდა და) და დორა ლუსი, ისევე, როგორც კარმენ მოლინა.

ფილმი კეთილი ნების გზავნილს ატარებს. დონალდის გარდა, მასში ჩნდება ხოსე კარიოკაც (ბრაზილია), მოგვიანებით კი — პანჩიტო პისტოლესი (მექსიკა).

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. The Three Caballeros: Detail View. American Film Institute. ციტირების თარიღი: April 27, 2014.