სამი ჰიუპია
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სამი ტუომას ჰიუპია | ||
დაბადების თარიღი | 7 ოქტომბერი, 1973 | ||
დაბადების ადგილი | პორვოო, ფინეთი | ||
სიმაღლე | 193 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1977-1988 | კუმუ | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1988-1991 | კუმუ | 19 | (0) |
1991-1995 | მიუპა | 96 | (8) |
1995-1999 | ვილემ II | 100 | (3) |
1999-2009 | ლივერპული | 318 | (22) |
2009-2011 | ბაიერ 04 ლევერკუზენი | 53 | (3) |
სულ | 589 | (36) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1992-2010 | ფინეთის ნაკრები | 105 | (5) |
სამწვრთნელო კარიერა | |||
2011-2012 | ფინეთის ნაკრები (ასისტენტი) | ||
2012-2014 | ბაიერ 04 ლევერკუზენი | ||
2015-2016 | ციურიხი | ||
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
სამი ტუომას ჰიუპია[1] (ფინ. Sami Tuomas Hyypiä [ˈsɑmi ˈhyːpiæ]; დ. 7 ოქტომბერი, 1973, პორვოო, ფინეთი) — ფინელი საფეხბურთო მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი, პოზიციით ცენტრალური მცველი.
კარიერა
სამი ჰიუპია დაიბადა 1973 წელს ფინეთის ქალაქ პორვოოში. ინგლისური კარიერა 1999 წელს ჟერარ ულიეს ლივერპულში დაიწყო. ათი წელი ითამაშა პრემიერლიგაში ცენტრალური მცველის პოზიციაზე, გაიტანა 35 ბურთი. მას მეორე სართულზე ძლიერად თამაშის გამო, ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორ ჰაერის მეფეს. ჰიუპია 2000-01 სეზონში კაპიტნობდა ლივერპულს, რადგან გუნდის კაპიტანი ჯეიმი რედნაპი სეზონის ბოლომდე დამტვრეული იყო, ხოლო რობი ფაულერი უმეტესწილად შეცვლაზე შემოდიოდა.
სამი ჰიუპიამ ლივერპული 2009 წელს დატოვა და ლევერკუზენის ბაიერში გადავიდა, მისი ბოლო მატჩი ლივერპულის მაისურით შედგა ენფილდზე, ტოტენჰემის წინააღმდეგ.
ფინეთის ნაკრების მაისურით ჩაატარა 105 შეხვედრა. არის ფინეთის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მრავალგზის მფლობელი. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, 2012-2014 წლებში, ჰიუპია წვრთნიდა ლევერკუზენის ბაიერს, 2014 წელს ბრიტანულ საფეხბურთო კლუბ ბრაიტონს, 2015 წლიდან დაიკავა შვეიცარიული ციურიხის მთავარი მწვრთნელის პოსტი.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სამი ჰიუპია“ ვიკისაწყობში.
- სამი ჰიუპია – უეფას ჩანაწერი (ინგლისური)
- სამი ჰიუპია — სტატისტიკა საიტზე Soccerbase.com (ინგლისური)
- სამი ჰიუპია — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
სქოლიო
- ↑ IPA ტრანსკრიფცია ფინური და ესტონური ენებისთვის (ქართულ მასმედიაში ხშირად მოიხსენიებენ დამახინჯებული ფორმით, როგორც სამი ჰიიპია ან სამი ჰიპია)