სამკუთხედი (ფილმი, 1967)
„სამკუთხედი“ | |
---|---|
![]() ფილმის პოსტერი | |
დამდგმელი რეჟისორი | ჰენრიხ მალიანი |
სცენარის ავტორი | აგასი აივაზიანი |
როლებში | არმენ ჯიგარხანიანი, ფრუნზიკ მკრტჩიანი, კუკური ლაფერაძე |
კომპოზიტორი | ედუარდ ბაღდასარიანი |
ოპერატორი | ს. ისრაელიანი |
სტუდია | „არმენფილმი“ |
გამოსვლის თარიღი | 1967 |
ხანგრძლივობა | 84 წთ. |
ქვეყანა | სომხეთის სსრ, სსრკ |
ენა | სომხური |
„სამკუთხედი“ (სომხ. Եռանկյունի) — კინოსტუდია „არმენფილმის“ 1967 წლის ფილმი, რომლის რეჟისორია ჰენრიხ მალიანი.
სიუჟეტი
ფილმი ასახავს 13 წლის ბიჭი - ოვიკის, მისი მჭედელი მამის და მამის ამხანაგების ცხოვრებას, რომლებიც ერთი ოჯახივით არიან, ერთმანეთის ჭირს და ლხინს იზიარებენ. მაგრამ დიდი სამამულო ომის დაწყება ცვლის მათ ცხოვრებას.
როლებში
- არმენ ჯიგარხანიანი — მუკუჩი
- ფრუნზიკ მკრტჩიანი — გასპარი
- სოს სარქისიანი — ოსტატი მკრტიჩი
- კუკური ლაფერაძე — ვასო
- პავლე არსენოვი — მკო
- ინა ალაბინა — ლუბა
- მიხეილ ოვსეპიანი — ოვიკი, მუკუჩის შვილი
ჯილდოები
- 1975 — გასპარის როლისთვის ფრუნზიკ მკრტჩიანი დაჯილდოვდა სომხეთის სსრ-ის სახელმწიფო პრემიით.