სამხრეთი დავაო (სებ.Habagatang Dabaw, ოფიციალურად სამხრეთ დავაოს პროვინცია) ― პროვინციაფილიპინებში. მდებარეობს მინდანაოზე, დავაოსრეგიონში. ფართობისა და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით უდიდესი ქალაქი დავაო პროვინციის იურისდიქციის ქვეშაა, თუმცა ადმინისტრაციულად მისგან დამოუკიდებელია და პროვინციის შემადგენლობაში მხოლოდ გეოგრაფიული და სტატისტიკური დანიშნულებით აჯგუფებენ.
პროვინციას ჩრდილოეთიდან ჩრდილოეთი დავაო ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ― დასავლეთი დავაო, დასავლეთიდან ― ჩრდილოეთი კოტაბატო და სულთან-კუდარათი, სამხრეთ-დასავლეთიდან ― სამხრეთი კოტაბატო და სარანგანი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― დავაოს ყურე.