სამხრეთი მატაბელელენდი
პროვინცია | |
---|---|
სამხრეთი მატაბელელენდი ინგლ. Matabeleland South Province | |
ქვეყანა | ზიმბაბვე |
ადმ. ცენტრი | Gwanda |
კოორდინატები | 21°00′00″ ს. გ. 29°30′00″ ა. გ. / 21.00000° ს. გ. 29.50000° ა. გ. |
დაარსდა | 1974 |
ფართობი | 54 172 კმ² |
მოსახლეობა | 683 893 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 12,62 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+2 |
სამხრეთი მატაბელელენდი (ინგლ. Matabeleland South Province) — პროვინცია ზიმბაბვეში. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი გვანდა.
გეოგრაფია
სამხრეთი მატაბელელენდის პროვინცია მდებარეობს ზიმბაბვეს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. მისი ფართობი შეადგენს 54 172 კმ²-ს. კლიმატი პროვინციაში მშრალია, ნალექები იშვიათად მოდის. სამხრეთ-დასავლეთიდან ესაზღვრება ბოტსვანას, სამხრეთიდან სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას.
მოსახლეობა
2012 წლის აღწერის მონაცემებით პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 683 893 ადამიანს[1][2][3][4]. პროვინცია მეჩხერადაა დასახლებული, მისი ძირითადი მაცხოვრებლები შეადგენენ მატაბელეს ხალხის წარმომადგენლებს.
პროვინციის მოსახლეობის რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით:
1982 | 2002 | 2012 |
---|---|---|
519 606 | 654 879 | 683 893 |
ადმინისტრაციული დაყოფა
ადმინისტრაციული თვალსაზრისით სამხრეთი მატაბელელენდის პროვინცია დაყოფილია 6 რაიონად:
- ბეიტბრიჯი
- ბულილიმა
- გვანდა
- ინსიზა
- სამხრეთი მანგვე
- უმცინგვამე
ეკონომიკა
პროვინციის ეკონომიკის საფუძველია ტურისტული ბიზნესი, მსხვილი რქოსანი საქონლის მომრავლება და სასარგებლო წიაღისეულის — ოქროს, ქრომის, ასბესტის და სხვების მოპოვება.
სქოლიო
|