სან-ფრანცისკოს კონფერენცია

სან-ფრანცისკოს კონფერენცია — გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაეროს) დამფუძნებელი 50 სახელმწიფოს კონფერენცია. მიმდინარეობდა 1945 წლის 25 აპრილიდან 26 ივნისამდე, მოიწვიეს სსრკ-ის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ჩინეთის სახელით გაეროს წესდების საბოლოო ტექსტის მომზადების თაობაზე ყირიმის კონფერენციის (1945) მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად. თავდაპირველად მონაწილეობდა გაერთიანებული ერების 1942 წლის 1 იანვარს დეკლარაციაზე ხელმომწერი 42 ქვეყნის მთავრობა, რომლებმაც ომი გამოუცხადეს ფაშისტური ბლოკის ქვეყნებს. 30 აპრილს კონფერენციამ მოიწვია ბელორუსიის სსრ და უკრაინის სსრ მთავრობები და, მიუხედავად სსრკ-ის დიდი წინააღმდეგობისა არგენტინის მთავრობა, რომელიც გაეროს მიმართ მტრულ პოლიტიკას ატარებდა და გერმანიას ომი მხოლოდ 1945 წლის 27 მარტს გამოუცხადა. შემდეგ მიიწვიეს დანიის მთავრობა. დასავლეთის მთავრობების მტრული დამოკიდებულების გამო პოლონეთის მთავრობა არ მიიწვიეს კონფერენციაზე, მაგრამ სსრკ-ის დაჟინებული მოთხოვნიოთ კონფერენციამ გადაწყვიტა დაეტოვებინა ადგილი გაეროს წესდებაში პოლონეთის წარმომადგენლის ხელმოსაწერად.

ლიტერატურა