საუთლენდის რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
საუთლენდის რეგიონი ინგლ. Southland Region | |
| |
ქვეყანა | ახალი ზელანდია |
ადმ. ცენტრი | ინვერკარგილი |
შიდა დაყოფა | Southland District, Gore District და Invercargill City |
კოორდინატები | 45°42′00″ ს. გ. 168°06′00″ ა. გ. / 45.70000° ს. გ. 168.10000° ა. გ. |
დაარსდა | 1989 |
ფართობი | 34 347 კმ² |
მოსახლეობა | 93 339 კაცი (2013) |
სიმჭიდროვე | 2,8 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+12:00]] |
ოფიციალური საიტი | https://www.es.govt.nz/ |
საუთლენდი (ინგლ. Southland Region) — ახალი ზელანდიის ერთ-ერთი ადმინისტრაციული რეგიონი ქვეყნის უკიდეურეს სამხრეთ ნაწილში. მოიცავს სამხრეთ კუნძულის უკიდურეს სამხრეთ ტერიტორიასა და კუნძულ სტიუარტს.
საუთლენდში ხდებოდა პირველი კონტაქტები ევროპელელ ვაჭრებს, მისიონერებსა და მაორებს შორის.
გეოგრაფია
რეგიონის ფართობი 34 347 კმ²-ია. ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ოტაგოს რეგიონი, ჩრდილო-დასავლეთით კი უესტ-კოსტის რეგიონი. დასავლეთით გასასვლელი აქვს ტასმანის ზღვაზე, აღმოსავლეთით — წყნარ ოკეანეზე.
დემოგრაფია
2013 წლის მონაცემებით, საუთლენდის მოსახლეობა 93 339 ადამიანს შეადგენს, რის შედეგადაც ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მეჩხრად დასახლებული რეგიონია. მოსახლეობის დაახლოებით 94,3 %-ს ევროპული წარმომავლობა აქვს, ძირითადად შოტლანდური. 10 %-ს მაორის ხალხი შეადგენს. უმსხვილესი ქალაქია ინვერკარგილი.
ეკონომიკა
რეგიონის ეკონომიკა ეყრდნობა სოფლის მეურნეობას, მეთევზეობას, მეტყევეობას და ენერგორესურსებს, მათ შორის ქვანახშირსა და ჰიდროენერგიას.[1]
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- Southland Regional Council / Environment Southland's site
- Southland District Council's site
- WasteNet Southland
- საუთლენდი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
სქოლიო
- ↑ Grant, David. (2 March 2009) Southland region: Overview. Te Ara Encyclopedia of New Zealand. ციტირების თარიღი: 2010-02-18.