საქართველოს მორაგბეთა ეროვნული შვიდკაცა ნაკრები — რაგბის ეროვნული ნაკრები რომელიც წარმოადგენს საქართველოსშვიდკაცა რაგბიში.
1988 წელს თბილისში, ვაკის სტადიონზე, გაიმართა შვიდკაცა რაგბის პირველი ტურნირი. 2001 წელს საქართველოს შვიდკაცა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა და 24 გუნდში X ადგილი დაიკავა, ხოლო 2005 წლის 18-20 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატში, ჰონკონგში, მსოფლიოს 24-მა საუკეთესო ნაკრებებს შორის საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ნაკრებთან ერთად მე-11, მე-12 ადგილი დაიკავა. ჩემპიონატი ფიჯის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.