სელტა (საფეხბურთო კლუბი)
![]() | ||||
სრული სახელი | Deportivo Alavés, S.A.D. | |||
---|---|---|---|---|
მეტსახელი |
კელტები (გალ. Celta), (ესპ. Célticos) ცისფერები (ესპ. Celestes) | |||
დაარსდა | 1923 | |||
სტადიონი |
ბალაიდოსი ვიგო, გალისია (ტევადობა: 29,000 მაყურებელი) | |||
პრეზიდენტი |
![]() | |||
მწვრთნელი |
![]() | |||
კაპიტანი |
![]() | |||
ლიგა | პრიმერა დივიზიონი | |||
2018-19 | მე-17 ადგილი | |||
საიტი | ოფიციალური საიტი | |||
|
„სელტა“ (ესპ. და გალ. Real Club Celta de Vigo) — ესპანური საფეხბურთო კლუბი. დაარსდა 1923 წელს, გალისიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ვიგოში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ბალაიდოსზე, რომელიც 29 000 მაყურებელს იტევს.
„სელტა“ ჩამოყალიბდა 2 კლუბის, „რეალ ვიო სპორტინგისა“ და „რეალ ფორტუნას“ შერწყმის შედეგად. კლუბის ზედმეტსახელია „Celestes“ (ცისფერები), ვინაიდან კლუბი თამაშობს ცისფერი მაისურით და გეტრებით, შორტების ფერი თეთრია. კლუბის სახელწოდება მომდინარეობს კელტებისგან, რომლებიც იმყოფებოდნენ ვიგოში. „სელტას“ ლოკალური მოწინააღმდეგეა ასევე გალისიური „დეპორტივო ლა-კორუნია“, მათ დაპირისპირებას ეწოდება გალისიური დერბი.
კლუბი 3-ჯერ გავიდა ესპანეთის თასის ფინალში, მაგრამ სამივე შემთხვევაში დამარცხდა. „სელტას“ საუკეთესო სეზონი იყო 1970-71 წლებში, როდესაც ჩემპიონატი დაასრულეს საშინაო არენაზე დაუმარცხებლად და ცნობილები იყვნენ, როგორც „გიგანტი-მკვლელები“. ამ სეზონში კლუბმა დაიკავა მე-6 ადგილი და მოიპოვა უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება. პრიმერა დივიზიონში „სელტას“ საუკეთესო სეზონი იყო 2002-03 წლებში, როდესაც ჩემპიონატი დაასრულა მე-4 ადგილზე და გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. 1/16 ფინალში დამარცხდა ლონდონის „არსენალთან“.
ისტორია
დაარსება
„სელტა“ შეიქმნა ვიგოს 2 კლუბის შერწყმის შედეგად, რათა უფრო დიდ წარმატებას მიეღწიათ ეროვნულ დონზე. ამ იდეის ავტორი იყო მანუელ დე კასტრო, ზედმეტსახელად „ჰანდიკაპი“, რომელიც გაზეთ „Faro de Vigo“-ს ჟურნალისტი იყო. 1915 წელს, მან დაიწყო წერა მოძრაობა „Todo por y para Vigo“-ს (ყველაფერი ვიგოსთვის) და მოიპოვა ვიგოს კლუბების, „რეალ ვიგო სპორტინგისა“ და „რეალ ფორტუნას“ ხელმძღვანელების მხარდაჭერა, რომლებმაც დე კასტროს დაუჭირეს მხარი 1923 წლის 22 ივნისს, მადრიდში ჩატარებული ესპანეთის სამეფო საფეხბურთო ფედერაციის ასამბლეაზე დაყენებულ შუამდგომლობაში.
1923 წლის 12 ივლისს გაფორმდა კლუბების შერწყმა. ამგირად შეიქმნა „გალისიის გუნდი“. ამავე წლის 10 აგვისტოს დაიწყო კლუბის სახელის შერჩევა, ვარიანტები იყო: „რეალ უნიონ დე ვიგო“, „კლუბ გალისია“, „რეალ ატლანტიკი“, „ბრეოგანი“ და „რეალ კლუბ ოლიმპიკო“. საბოლოოდ, გალისიასთან დაკავშირებული ეთნიკური ჯგუფის გამო (კელტები), კლუბს „სელტა“ ეწოდა. კლუბის პირველი პრეზიდენტი იყო მანუელ ბარკენა დე ანდრესი.
ევროსელტა
1997-2003 წლებში „სელტამ“ დააფიქსირა საუკეთესო შედეგები ისტორიაში. ამ პერიოდში, ევროტურნირებზე წარმატებით გამოსვლის გამო, ესპანურმა პრესამ მათ „ევროსელტა“ უწოდა. 1998-99 წლების სეზონში უეფა-ს თასზე „სელტამ“ შეძლო „ლივერპულის“ დამარცხება, ანგარიშით 4-1. 1999-00 წლების სეზონში კი „იუვენტუსის“ დამარცხება შეძლო (4-0), ამავე სეზონში, საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა პორტუგალიური „ბენფიკა“, ანგარიშით 7-0.
2003-04 წლების სეზონში „სელტა“ მონაწილეობას იღებდა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, საბოლოოდ 1/16 ეტაპზე დამარცხდა ლონდონის „არსენალთან“, 2 მატჩის ჯამში 5-2.
ამ პერიოდში კლუბის საკვანძო ფეხბუთელები იყვნენ ალექსანდრე მოსტოვოი და ჰაიმ რევივო. ასევე გუნდში თამაშობდნენ მეკარე პაბლო კავალიერო, მცველი და მომავალში მწვრთნელი ედუარდო ბერისო, ნახევარმცველები კლოდ მაკელელე და მაზინიო; გარემარბი გუსტავო ლოპესი; თავდამსხმელები კატანია და ლიუბოსლავ პენევი.
ჩავარდნა
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/87/508cdc331d159-img_partido_Celta-D%C3%A9por%2C_27_outubro_2012.jpg/220px-508cdc331d159-img_partido_Celta-D%C3%A9por%2C_27_outubro_2012.jpg)
2002-03 წლების სეზონში პრიმერა დივიზიონში დაიკავა მე-4 ადგილი, ჩემპიონთა ლიგაზე შეძლო ჯერ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის, შემდეგ ჯგუფური ეტაპის დაძლევა, 1/16 ფინალში კი „არსენალთან“ დამარცხდა, მიუხედავად ამისა, 2003-04 წლების სეზონში „სელტას“ ფორტუნამ ზურგი აქცია, გუნდი ფორმიდან ამოვარდა, რის გამოც პრიმერა დივიზიონში დაიკავა ბოლოდან მე-2 ადგილი. შედეგად „სელტა“ სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა. მიუხედავად იმისა, რომ კლუბი დატოვა ძირითადი შემადგენლობის დიდმა ნაწილმა, სეგუნდა დივიზიონში დაიკავა მე-2 ადგილი და 1 სეზონის შემდეგვე დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში.
შემდეგ სეზონში „სელტამ“ ჩემპიონატში დაიკავა მე-6 ადგილი და კიდევ ერთხელ მიიღო უეფა-ს თასზე ასპარეზობის უფლება. 1/16 ეტაპზე დამარცხდნენ გერმანულ „ვერდერთან“. 2006-07 წლების სეზონი გალისიელებმა მე-18 ადგილზე დაასრულეს და კიდევ ერთხელ დაქვეითდნენ სეგუნდა დივიზიონში.
2007 წლის ზაფხულში კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა. რის გამოც კლუბ 3 თვეში უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი კრედიტორებთან, წინააღდეგ შემთხვევაში ლიკვიდაცია იქნებოდა საჭირო. დიდი ვალის გამო კლუბს მოუწია ბევრი ფეხბურთელის გაყიდვა. შემდეგ კლუბმა დააწინაურა ბევრი ფეხბურთელი დუბლებიდა, ასევე გაფორმდა რამდენიმე იაფიანი ტრანსფერი. სეგუნდა დივიზიონში გატარებულ მომდევნო 3 სეზონში, „სელტა“ ცდილობდა არ დაქვეითებულიყო, ასევე იყო კლუბის გაუქმების საშიშროება. ეს იყო არასტაბილურობის პერიოდი, რომლის დროსაც მუდმივად იცვლებოდა შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი. T
2010-11 წლების სეზონში, „სელტამ“ გაიფორმა თავდამსხმელი დავიდ როგრიგესი და გარემარბი ენრიკე დე ლუკასი, მწვრთნელის პოსტი კი პაკო ერერამ დაიკავა. ახალმა ძალამ შეძლო სიტუაციის შემობრუნება, ჩემპიონატში მე-6 ადგილის დაკავების შემდეგ „სელტა“ აღსაზევებელ პლეი-ოფში გავიდა, სადაც „გრანადასთან“ დამარცხდა, პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 1-1).
დაბრუნება პრიმერაში
5 წლიანი პაუზის შემდეგ, 2012 წლის 3 ივნის „სელტა“ დაბრუნდა პრიმერა დივიზიონში.[1] დაბრუნებიდან პირველ სეზონში, სეგუნდა დივიზიონში დაქვეითება აიცილა ბოლო ტურში „ესპანიოლის“ დამარცხებით, ანგარიშით 1-0 და დაიკავა მე-17 ადგილი. 2013 წლის 8 ივნისს, „სელტას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა წარსულში „ბარსელონა ბ“-სა და „რომას“ თავკაცი, ლუის ენრიკე. მისი მეთაურობით კლუბმა პროგრესი განიცადა და მე-9 ადგილი დაიკავა. 2014 წლის ივნისში „სელტა“ ედუარდო ბერისომ ჩაიბარა. 2014-15 წლების სეზონში კლუბმა დაიკავა მე-8 ადგილი პრიმერა დივიზიონში, ხოლო 2015-16 წლების სეზონში მე-6, რაც საუკეთესო შედეგი იყო კლუბის ისტორიაში.[2] ამ შედეგით მოიპოვა 2016-17 წლების სეზონის უეფა-ს ევროპის ლიგის გათამაშებაში ასპარეზობის უფლება.
მიღწევები
ეროვნული
- ჩემპიონი (3): 1935/36, 1981/, 1991/92
- მე-2 ადგილი (4): 1968/69, 1975/76, 2004/05, 2011/12
- სეგუნდა დივიზიონი ბ
- ჩემპიონი (1): 1980/81
- ტერსერა დივიზიონი
- ჩემპიონი (1): 1930/31
- მე-2 ადგილი (3): 1947/48, 1993/94, 2000/01
ევროტურნირები
- გამარჯვებული (1): 2000
რეგიონალური
- გალისიის ჩემპიონატი[3]
- ჩემპიონი (6): 1923/24, 1924/25, 1925/26, 1929/30, 1931/32, 1933/34
- ასტურიულ-გალისიური ჩემპიონატი
- ჩემპიონი (1): 1934–35
- გალისიის თასი
- გამარჯვებული (2): 2007, 2008
ამხანაგური
- ვიგოს საქალაქო თასი
- გამარჯვებული (22): 1972, 1973, 1975, 1976, 1980, 1984, 1986, 1988, 1991, 1992, 1993, 1994, 1997, 1998, 1999, 2000, 2002, 2005, 2006, 2008, 2009, 2012
- ფინალისტი (14): 1971, 1974, 1978, 1979, 1981, 1982, 1987, 1989, 1995, 1996, 2001, 2003, 2004, 2007
- კინოჩოს სახელობის თასი
- გამარჯვებული (18): 1995, 1996, 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003, 2004, 2005, 2007, 2008, 2009, 2011, 2012, 2013, 2014, 2015
- ფინალისტი (2): 1997, 2010
- გამარჯვებული (1): 2016
- ტერეზა ერერას თასი
- გამარჯვებული (1): 1999
- ჩაკობეოს თასი
- გამარჯვებული (1): 1999
იდივიდუალური
- პიჩიჩი (1)
- სამორა (3)
- 1992–93 –
სანტიაგო კანისარესი (30 გოლი/36 მატჩში – კოეფიციენტი 0.83)
- 2002–03 –
პაბლო კავალიერო (27 გოლი/34 მატჩში – კოეფიციენტი 0.79)
- 2005–06 –
ხოსე მანუელ პინტო (28 გოლი/36 მატჩში – კოეფიციენტი 0.78)
მიმდინარე შემადგენლობა
შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.
|
|
ევროტურნირებზე
- „სელტას“ გოლების რაოდენობა წერია ყოველთვის პირველი.
სეზონი | ეტაპი | ტურნირი | კლუბი | შინ | გასვლითი | ჯამში |
---|---|---|---|---|---|---|
1971-72 | უეფა-ს თასი | 1-ლი ეტაპი | ![]() |
0–2 | 0–1 | 0–3 |
1998-99 | უეფა-ს თასი | 1-ლი ეტაპი | ![]() |
7–0 | 1–0 | 8–0 |
მე-2 ეტაპი | ![]() |
0–1 | 3–1 | 3–2 | ||
მე-3 ეტაპი | ![]() |
3–1 | 1–0 | 4–1 | ||
1/4 ფინალი | ![]() |
1–2 | 0–0 | 1–2 | ||
1999-00 | უეფა-ს თასი | 1-ლი ეტაპი | ![]() |
2–3 | 4–0 | 6–3 |
მე-2 ეტაპი | ![]() |
2–2 | 2–0 | 4–2 | ||
მე-3 ეტაპი | ![]() |
7–0 | 1–1 | 8–1 | ||
მე-4 ეტაპი | ![]() |
0–1 | 4–0 | 4–1 | ||
1/4 ფინალი | ![]() |
0–0 | 1–2 | 1–2 | ||
2000 | უეფა-ს ინტერტოტოს თასი | მე-3 ეტაპი | ![]() |
3–0 | 2–1 | 5–1 |
ნახევარფინალი | ![]() |
1–0 | 2–1 | 3–1 | ||
ფინალი | ![]() |
2–1 | 2–2 | 4–3 | ||
2000-01 | უეფა-ს თასი | 1-ლი ეტაპი | ![]() |
0–0 | 1–0 | 1–0 |
მე-2 ეტაპი | ![]() |
0–1 | 3–0 | 3–1 | ||
მე-3 ეტაპი | ![]() |
0–0 | 1–0 | 1–0 | ||
მე-4 ეტაპი | ![]() |
0–0 | 2–1 | 2–1 | ||
1/4 ფინალი | ![]() |
3–2 | 1–2 | 4–4 (ს) | ||
2001-02 | უეფა-ს თასი | 1-ლი ეტაპი | ![]() |
4–0 | 3–4 | 7–4 |
მე-2 ეტაპი | ![]() |
3–1 | 0–3 | 3–4 | ||
2002-03 | უეფა-ს თასი | 1-ლი ეტაპი | ![]() |
2–0 | 0–1 | 2–1 |
მე-2 ეტაპი | ![]() |
3–0 | 1–1 | 4–1 | ||
მე-3 ეტაპი | ![]() |
2–1 | 0–1 | 2–2 (ს) | ||
2003-04 | უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა | მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპი | ![]() |
3–0 | 0–2 | 3–2 |
ჯგუფი H | ![]() |
3–2 | 0–1 | მე-2 | ||
![]() |
1–1 | 1–1 | ||||
![]() |
0–0 | 2–1 | ||||
1/16 ეტაპი | ![]() |
2–3 | 0–2 | 2–5 | ||
2006-07 | უეფა-ს თასი | 1-ლი ეტაპი | ![]() |
1–0 | 3–0 | 4–0 |
ჯგუფი H | ![]() |
1–1 | არ არის | მე-2 | ||
![]() |
არ არის | 1–2 | ||||
![]() |
1–0 | არ არის | ||||
![]() |
არ არის | 1–1 | ||||
1/32 ფინალი | ![]() |
1–1 | 2–1 | 3–2 | ||
1/16 ფინალი | ![]() |
0–1 | 0–2 | 0–3 | ||
2016-17 | უეფა-ს ევროპის ლიგა | ჯგუფი G | ![]() |
2–2 | 2–3 | მე-2 |
![]() |
1–1 | 1–1 | ||||
![]() |
2–0 | 2–0 | ||||
1/32 ფინალი | ![]() |
0–1 | 2–0 | 2–1 | ||
1/16 ფინალი | ![]() |
2–1 | 2–0 | 4–1 | ||
1/4 ფინალი | ![]() |
3–2 | 1–1 | 4–3 | ||
ნახევარფინალი | ![]() |
0–1 | 1–1 | 1–2 |
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- სელტა (საფეხბურთო კლუბი) Twitter-ზე
- კლუბის პროფილი Soccerway-ზე
- კლუბის პროფილი Transfermarket-ზე
სქოლიო
- ↑ Editorial, Reuters. Celta back in La Liga after five-year absence. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-19. ციტირების თარიღი: 2017-05-12.
- ↑ http://www.espnfc.co.uk/spanish-primera-division/15/table?season=2015
- ↑ Spain – List of Champions of Galicia. Rsssf.com (30 ივლისი, 2004). ციტირების თარიღი: 2012-03-24.
|
|