სერხიო ბუსკეტსი

სერხიო ბუსკეტსი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
სერხიო ბუსკეტს ბურგოსი
დაბადების
თარიღი
16 ივლისი, 1988 (1988-07-16) (35 წლის)
დაბადების
ადგილი
საბადელი, ესპანეთი
სიმაღლე 189 სმ.[1]
სათამაშო
პოზიცია
საყრდენი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბარსელონა
ნომერი 5
ახალგაზრდული კარიერა
1995–1996 ბადია
1996–1999 ბარბერა ანდალუსია
1999–2003 ლერიდა
2003–2005 ტერასა
2005–2007 ბარსელონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006 ბარსელონა C 1 (0)
2007–2008 ბარსელონა B 32 (1)
2008– ბარსელონა 469 (11)
ეროვნული ნაკრები
2008–2009 ესპანეთი 21 წლ. 3 (1)
2009– ესპანეთი 142 (2)
2008– კატალონია 8 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 თებერვალი, 2023
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 1 დეკემბერი, 2021

სერხიო ბუსკეტს ბურგოსი (კატ. Sergio Busquets i Burgos; დ. 16 ივლისი, 1988, საბადელი) — ესპანელი ფეხბურთელი, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის კლუბ „ბარსელონას“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი.

ის სრულიად უცნობი ფეხბურთელი იყო გულშემატკივრისთის, როდესაც „ბარსელონას“ პირველ გუნდში მოხვდა 2008 წელს, მაგრამ დროის მოკლე პერიოდში გაითქვა სახელი. „ბარსელონაში“ დებიუტიდან ერთი წლის შემდეგ ის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც მიიწვიეს.

კარიერა

საკლუბო

ბუსკეტსი დაიბადა ბადია-დელ-ვალიესში, ბარსელონაში, კატალონიაში. 2005 წელს ის შეუერთდა „ბარსელონას“ ახალგაზრდულ კლუბს, სადაც 26 მატჩში გაიტანა შვიდი გოლი. ორი წლის შემდეგ ის მოხვდა „ბარსელონა B-ში“, რომელსაც წვრთნიდა ჟოზეპ გვარდიოლა, რომელიც დაეხმარა ფეხბურთელს მესამე დივიზიონში გადასვლაში. ბუსკეტსმა 32 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა ერთი გოლი.[2] იმავე სეზონში ბუსკეტის დებიუტი შედგა პირველ გუნდში კატალონიის თასზე, სადაც შეცვლაზე შემოვიდა. ის თამაშობს 16-ნომრიანი მაისურით სერხიოს სახელით, რაც ხშირად იწვევს დაბნეულობას.

2008 წლის 13 სექტემბერს შედგა ბუსკეტსის დებიუტი ლა ლიგაში, 90 წუთი ითამაშა სანტანდერის „რასინგის“ წინააღმდეგ, რომელიც დასრულდა ფრედ, 1–1.[3] 2008 წლის 22 ოქტომბერს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე „ბაზელთან“ სტუმრად გამართულ მატჩში მე-15 წუთზე გაიტანა მეორე გოლი, იმ მატჩში მისმა გუნდმა კი მოიგო 5–0.[4] 22 დეკემბერს ფეხბურთელს კლუბმა გაუხანგრძლივა კონტრაქტი 2013 წლამდე.[5][6]

2009 წლის 7 მარტს ბუსკეტსმა პირველი გოლი მიითვალა ლა ლიგაში ბილბაოს „ატლეტიკთან“ 2–0 მოგებულ მატჩში. ბუსკეტსმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მისმა გუნდმა დაამარცხა „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2–0.

2010–2011 წლების სეზონში ბუსკეტსი კლუბში თამაშობდა ცენტრალური მცველის პოზიციაზე.

2011 წლის 27 იანვარს ფეხბურთელმა კლუბთან გაახანგრძლივა კონტრაქტი 2015 წლამდე, ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი კი განისაზღვრა 150 მილიონი ევროთი.[7]

სანაკრებო

2008 წლის 11 ოქტომბერს შედგა ბუსკეტსის დებიუტი ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 2009 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიაში. მე-17 წუთზე მან გაიტანა გოლი, მისმა ნაკრებმა წააგო 1–2, მაგრამ ორი მატჩის ჯამში გამარჯვება დარჩათ ესპანელებს (4–3).

2009 წლის 6 თებერვალს გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ინგლისთან 11 თებერვალს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის.[8] ეროვნულ ნაკრებში თამაშის საშუალება კი მიეცა 2009 წლის 1 აპრილს თურქეთის ნაკრებთან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. მან 16 წუთი ითამაშა სტამბოლში, სადაც მისმა გუნდმა მოიგო 2–1.

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ნაკრებში ჰყავდა გამოძახებული ვისენტე დელ ბოსკეს სამხრეთ აფრიკაში.

საკლუბო სტატისტიკა

კლუბი სეზონი ლიგა თასი ჩემპიონთა ლიგა სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ბარსელონა B 2007–08[9] ტერსერა დივიზიონი 23 2 23 2
2008–09[10] სეგუნდა დივიზიონი B 2 0 2 0
ჯამში 25 2 25 2
ბარსელონა 2008–09[11] პრიმერა დივიზიონი 24 1 9 0 8[ა] 2 41 3
2009–10[11] 33 0 4 0 10[ა] 0 5[ბ] 1 52 1
2010–11[11] 28 1 5 0 12[ა] 0 1[გ] 0 46 1
2011–12[11] 31 1 8 0 10[ა] 1 3[დ] 0 52 2
2012–13[11] 31 1 4 0 8[ა] 0 2[გ] 0 45 1
2013–14[11] 32 1 5 1 9[ა] 1 2[გ] 0 48 3
2014–15[11] 33 1 4 0 10[ა] 0 47 1
2015–16[11] 35 0 5 0 9[ა] 0 4[ე] 0 53 0
2016–17[11] 33 0 5 0 8[ა] 0 2[გ] 0 48 0
2017–18[11] 31 1 7 0 10[ა] 0 2[გ] 0 50 1
2018–19[11] 35 0 6 0 12[ა] 0 1[გ] 0 54 0
2019–20[11] 33 2 2 0 7[ა] 0 1[გ] 0 43 2
2020–21[11] 17 0 0 0 4[ა] 0 0 0 21 0
ჯამში 396 9 64 1 117 4 23 1 600 15
სულ ჯამში 421 11 64 1 117 4 23 1 625 17
  1. 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 1.11 1.12 მატჩები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაზე
  2. ერთი მატჩი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი და ერთი გოლი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 მატჩები ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე
  4. ერთი მატჩი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ერთი მატჩი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ერთი მატჩი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე
  5. ერთი მატჩი უეფა-ს სუპერთასის გათამაშებაზე, ერთი მატჩი ესპანეთის სუპერთასის გათამაშებაზე, ორი მატჩი ფიფა-ს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გათამაშებაზე

მიღწევები

ბუსკეტსი რობინ ვან პერსისთან და ფაბრეგასთან ჩემპიონთა ლიგის მატჩში 2011 წელს.

საკლუბო

ესპანეთის დროშა ბარსელონა:(32)

სანაკრებო

ესპანეთის დროშა ესპანეთის ეროვნული ნაკრები:(2)

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Sergio Busquets profile · წაკითხვის თარიღი: 8 დეკემბერი, 2019.
  2. 2007–08 Tercera División. Wikipedia (31 December 2009). ციტირების თარიღი: 31 December 2009.
  3. Racing Santander vs. Barcelona. Soccerway (13 September 2008). ციტირების თარიღი: 13 September 2008.
  4. Basel overwhelmed by five-star Barça. UEFA.com (22 October 2008). ციტირების თარიღი: 22 October 2008.
  5. Busquets thrilled to commit future to Barça. UEFA.com (22 December 2008). ციტირების თარიღი: 22 December 2008.
  6. Busquets signs new Barcelona contract. TribalFootball (23 December 2008). ციტირების თარიღი: 23 December 2008.
  7. Busquets signs new Barca deal დაარქივებული 2011-01-30 საიტზე Wayback Machine. ; ESPNsoccernet, 27 იანვარი, 2011.
  8. „Lista de convocados para el amistoso ante Inglaterra (Callup for friendly with England)“ (Spanish). Real Federación Española de Fútbol. 6 February 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 6 February 2009.
  9. Sergio Busquets. blaugranas.com (16 ივნისი, 2018).
  10. Busquets: Sergio Busquets Burgos: 2008–09. BDFutbol. ციტირების თარიღი: 3 April 2017
  11. 11.00 11.01 11.02 11.03 11.04 11.05 11.06 11.07 11.08 11.09 11.10 11.11 11.12 Sergio Busquets. Soccerway. ციტირების თარიღი: 11 იანვარი 2021