სექსოლოგია

სექსოლოგია (ლათ. sexus — „სქესი“ და ძვ. ბერძნ. λόγος [lógos] — „სიტყვა“, „მოძღვრება“) — სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ადამიანის სექსუალობის ყველა გამოვლინებას, მათ შორის როგორც ნორმალური სექსუალობის დახასიათების მცდელობებს, ასევე სექსუალურ პრაქტიკაში ცვალებადობის შესწავლას, მათ შორის პარაფილიას (სექსუალური გადახრები) და სექსუალურ აშლილობას.

თანამედროვე სექსოლოგია მულტიდისციპლინური დარგია, რომელშიც გამოიყენება მეთოდები მთელი რიგი მომიჯნავე დისციპლინებისა: ბიოლოგია, მედიცინა, ფსიქოლოგია, სტატისტიკა, ეპიდემოლოგია, პედაგოგიკა, სოციოლოგია, ანტრაპოლოგია, და ზოგჯერ კრიმინალისტიკაც.

რესურსები ინტერნეტში