სივაპითეკი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/b8/Sivapithecus.jpg/220px-Sivapithecus.jpg)
სივაპითეკი — ნამარხი ადამიანის მსგავსი მაიმუნების გვარი. აზიაში (ჰიმალაიში-სივალიკის მთებში) და აღმოსავლეთ აფრიკაში ნაპოვნია სივაპითეკის ქვედა და ზედა ყბის, კბილების ფრაგმენტები. ქვედა ყბა მასიურია; სივაპითეკის კბილები ადამიანისა და ადამიანის მსგავსი მაიმუნების კბილებს ჰგავს. სივაპითეკს დრიოპითეკებთან ერთად თვლიან ადამიანის მსგავსი მაიმუნების, კერძოდ, ორანგუტანის წინაპრულ ფორმად.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 328.