სიმაბარის აჯანყება — გლეხთა აჯანყება იაპონიაში, ქალაქ სიმაბარაში, ტოკუგავას პერიოდში 1637–1638 წლებში. აჯანყებულთა უმეტესობა ქრისტიანი იყო. აჯანყებას ჰქონდა, როგორც რელიგიური, ასევე ეკონომიკური მიზეზები. იგი მიმდინარეობდა ძირითადად იმ რაიონებში, რომლებიც დასახლებული იყო კათოლიკე იაპონელებით. აჯანყება დაიწყო 1637 წლის 17 დეკემბერს და გაგრძელდა 1638 წლის 15 აპრილამდე. აჯანყების მსხვერპლთა რიცხვი ორივე მხრიდან 37 000-ს აღემატებოდა.
ლიტერატურა
Bellah, Robert N. (1957). Tokugawa Religion. (New York: The Free Press).