სომხური ხვლიკი (ლათ.Darevskia armeniaca) — ხვლიკების გვარი, ხვლიკისნაირთა რიგისა. სინონიმი Lacerta armeniaca (Méhely, 1909), ადრე სახეობა გაერთიანებული იყო მწვანე ხვლიკების გვარში. პართენოგენეზული სახეობაა, ყველა წარმომადგენელი დედალია. ბინადრობს სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში. რაოდენობა სტაბილური და მაღალია.