სტრასბურის საკათედრო ტაძარი
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3d/Cath%C3%A9drale_Strasbourg.jpg/220px-Cath%C3%A9drale_Strasbourg.jpg)
სტრასბურის საკათედრო ტაძარი (ფრანგ. Strasbourg Cathedral) — რომაული კათოლიკური ტაძარი სტრასბურში, საფრანგეთი.
ტაძარს საფუძველი ჩაეყარა 1015 წელს. მისი სიმაღლეა142 მეტრი. კრიპტა, პატრონიკე და განივი ნავი რომაულია, ხოლო დასავლეთის ფასადი (1274-1399 წწ, ხუროთმოძღვარი ერვინ შტაინბახელი) და სამხრეთის მთავარკარი (1230), ასევე ჩრდილოეთის კოშკი (1399-1439, ხუროთმოძღ. ულრიხ ენსინგენელი, იოჰან კოლონელი) ევროპული გოტიკის ბრწყინვალე ნიმუშია.
ტაძარი უყო მსოფლიოს უმაღლესი ნაგებობა 1647 წლიდან 1874 წლამდე. დღესდღეობით, იგი მეექვსე უმაღლესი ტაძარია მსოფლიოში.
რესურსები ინტერნეტში
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „სტრასბურის საკათედრო ტაძარი“ ვიკისაწყობში.
- სტრასბურის საკათედრო ტაძარი