სტრომატოპორები (Stromatoporoidea) — ნამარხიუხერხემლოების ჯგუფი. სტრომატოპორების სისტემატიკური ადგილი გაურკვეველია, პირობითად მიაკუთვნებენ ღრუბლებს ან ნაწლავღრუიანებს. არებობდნენ ადრინდელი პალეოზოური ერიდანმეზოზოური ერის ბოლომდე. კოლონიური ორგანიზმებია. ჰქონდათ კიროვანი ჩონჩხი. აერთიანებდნენ 70 გვარს. ბინადრობდნენ ზღვების წყალმარჩხში. სილურულ და დევონურ ეპოქებში მარჯნის პოლიპებთან ერთად მონაწილეობდნენ მარჯნის რიფების წარმოქმნაში. მნიშვნელობა აქვთ სილურული და დევონური პერიოდების ნალექების სტრატიგრაფიისათვის.