სუბსტანცია (ფილმი)
სუბსტანცია (ფილმი) — ამერიკული საშინელებათა ჟანრის ფილმი, პრემიერა შედგა 2024 წლის 19 მაისს, 77-ე Cannes Film Festival-ზე. ფილმი თეატრალურად Mubi-ს მიერ გამოიცა გაერთიანებულ სამეფოსა და შეერთებულ შტატებში, 2024 წლის 20 სექტემბერს. საფრანგეთში- Metropolitan Filmexport-ის მიერ, 2024 წლის 6 ნოემბერს. ფილმის მთლიანმა შემოსავალმა შეადგინა 77 მლნ. დოლარი, ბიუჯეტი კი 17.5 მლნ. დოლარი იყო, გამომდინარე აქედან, იგი Mubi-ს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა. ფილმმა კრიტიკული წარმატება და უდიდესი დაფასება მოიპოვა, მათ შორის 5-5 ნომინაცია 97-ე აკადემურ დაჯილდოებასა და 82-ე ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე. დემი მურმა საკუთარი პერფორმანსისთვის ოქროს გლობუსის ჯილდო მოიპოვა ნომინაციით Best actress - Motion Picture - Musical or Comedy. ფილმს ახასიათებს გროტესკი, სატირული ელემენტები, ჰიპერრეალისტური სურათები. „სუბსტანცია“ ფარგეთის მეორე მხატვრული ფილმია, „შურისძიების“ შემდეგ. სოციუმის მხრიდან ქალთა სხეულებზე ზეწოლით შთააგონებული ფარგეთი, სცენარს ორი წლის განმავლობაში წერდა, შეადგინა ჯგუფი, საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკაში სცენების გადასაღებად. ძირითადი ფოტოგრაფია საფრანგეთში, 108 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფილმში გამოყენებულია პიერ-ოლივერის პროსთეტული მაკიაჟი, გრიმი, თოჯინები, 21000 ლიტრი ყალბი სისხლი.