სუმატრული მარტორქა (ლათ.Dicerorhinus sumatrensis) — კენტჩლიქოსანიძუძუმწოვარიმარტორქისებრთაოჯახისა. იგი ყველაზე პატარაა მარტორქებში, მაგრამ ძუძუმწოვრებში საკმაოდ დიდია; მისი სიმაღლე მინდაოში არის 112–145 სმ (3.67–4.76 ფტ), სიგრძე — 2.36–3.18 მ (7.7–10.4 ფტ), ხოლო კუდის სიგრძე 35–70 სმ (14–28 ინჩი). წონა მერყეობს 500-დან 1000 კგ-მდე (1000-2200 ფუნტი), საშუალოდ 700–800 კგ (1540–1760 ფუნტი), უდიდესი 2,000 კგ (4410 ფუნტი). ორივე აფრიკელი ნათესავის მსგავსად მასაც ორი რქა გააჩნია. უფრო დიდია წინა რქა — 15–25 სმ (5.9–9.8 ინჩი), ხოლო მეორე ძალზე პატარაა. შემოსილია მოწითალო-მოყავისფრო ფერის ბეწვით.
ლიტერატურა
Жизнь животных в 6 томах. — М.: Просвещение, 1971. — Т. 6. — (Млекопитающие или звери / Под ред. Наумова С. П., Кузякина А. П.).