სუპერ ოჯახი (ინგლ.The Incredibles) — 2004 წლის კომპიუტერული ანიმაციური კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორია ბრედ ბირდი, სცენარისტი — ბრედ ბირდი, პროდიუსერი — ჯონ უოკერი. მუსიკა ეკუთვნის მაიკლ ჯაკინოს. პერსონაჟებს ახმოვანებენ კრეიგ ტ. ნელსონი, ჰოლი ჰანტერი, სარა ვოველი და სხვები. ფილმი აწარმოა Pixar-მა, ხოლო დისტრიბუცია გაუწია Walt Disney Pictures-მა.