სურა (არაბ.سورة;[1] მრავლობითში: سور) — ყურანის თავები. ყურანში 114 სურაა, რომლებიც აიებადაა დაყოფილი. სურები განსხვავებული ზომისაა, ყველაზე მოკლე (ალ-ქავსარი) მხოლოდ სამ აიას შეიცავს, მაშინ როცა ყველაზე გრძელი (ალ-ბაყარა) 286 აიას შეიცავს.[2] 114 სურას ყოფენ ორ მონაკვეთად, 86 ითვლება მექურად, რომელიც ჰიჯრის პერიოდამდე შეიქმნა, ხოლო დანარჩენ 28-ს, მედინურად.
↑Muhammad Mustafa Al-A'zami (2003), The History of The Qur'anic Text: From Revelation to Compilation: A Comparative Study with the Old and New Testaments, p.70. UK Islamic Academy. ISBN978-1872531656.