ტაილანდის გერბი (ტაი.ตราแผ่นดินของไทย; ქართ.ფჰრა ქჰრუთ ფჰა) — ტაილანდის ეროვნული ემბლემა[1][2] (ეროვნული სიმბოლო) — გარუდა, ბუდისტური და ინდუისტური მითოლოგიის ფიგურა[3]. ტაილანდში გარუდა ასევე არის სამეფო ოჯახის და ძალაუფლების სიმბოლო. მითოლოგიის თანახმად, გარუდა ნახევრად ადამიანის და ნახევრად ფრინველის ჰიბრიდია.[4]