ტარიელ ჭანტურია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჭანტურია.
ტარიელ ჭანტურია
დაბადების თარიღი 11 ივლისი, 1932(1932-07-11) (92 წლის)
დაბადების ადგილი სუფსა, საქართველოს სსრ, ასფსრ, სსრკ
საქმიანობა პოეტი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, რუსთაველის პრემია, პრემია „საბა“, თბილისის საპატიო მოქალაქე და პრემია „საგურამო“

ტარიელ ჭანტურია (დ. 11 ივლისი, 1932, სუფსა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) — ქართველი პოეტი.

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება (1956). პირველი ლექსი „ნადირობა“ გამოაქვეყნა 1951 წ., პირველი პოეტური კრებული „ლტოლვა“ — 1964 წ. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებით, ლტოლვით სიახლისადმი. ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს. ძირითადი კრებულებია: „საქანელა“ (1965), „ქვა და ომი“ (1967), „ახალი მთვარე“ (1970), „ორნი“ (1972), „დაწყვეტილი სერპანტინი“ (1973), „წყნარი მზის წელიწადი“ (1975), „თაფლობის საუკუნე“ (1978), „პოემები“ (1979), „სტრესები და სიტყვები“ (1980), „რჩეული“ (1982), „ბოლთა“ (1893), „მწერლის წითელი წიგნი“ (1985) და სხვ. ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები, თარგმანები და სხვ. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ უცხოურ ენაზე.

ჯილდოები

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. ქოქოშვილი, დათო (2 ოქტომბერი, 2022). „საპატიო თბილისელის ჯილდო 20 ადამიანს გადაეცა“. netgazeti.ge. ციტირების თარიღი: 3 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)