ტაშკენტის მეტროპოლიტენის მშენებლობა 1968-1970 წლებში დაიწყო; პირველი ხაზი (ჩიალანზარის ხაზად წოდებული) 1977 წელს გაიხსნა 12,2 კმ სიგრძითა და 9 სადგურით.
უმოკლეს ვადებში შეიქმნა აუცილებელი სამეწარმეო ბაზა, რომელმაც ბეტონის კონსტრუქციიდან დაწყებული თუჯის ტიუბინგების ჩათვლით ყველაფრის ადგილობრივად წარმოება დაიწყო.
პირველი გასაშვები მონაკვეთი 1977 წელს ჩაბარდა. მეტროს მშენებლობა თავიდანვე მაღალი სეისმური აქტივობის გათვალისწინებით დაიწყო (სპეციალისტთა მტკიცებით, მეტროს კონსტრუქცია 9 ბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი). ტაშკენტში მიწისძვრების სიხშირის მიუხედავად, მეტროპოლიტენის პირველ ხაზს მუშაობა არასდროს შეუწყვეტია დღიდან გახსნისა.
ხაზები
#
სახელი
საბოლოო სადგურები
ფერი
ამუშავდა
სადგურების რაოდენობა
სიგრძე (კმ)
1
ჩილანზარისა
«საბირ რახიმოვი» — «აბრეშუმის დიდი გზა»
წითელი
6.11.1977
17
23,7
2
უზბეკეთისა
«ბერუნი» — «ჩკალოვისა»
ლურჯი
07.12.1984
11
14,3
3
იუნუსაბადისა
«ჰაბიბ აბდულაევი» — «მინგ ურიკი»
მწვანე
26.10.2001
8
10,5
4
სერგელიისა
«უზბეკეთის დამოუკიდებლობის ოცდათხუთმეტი წლისთავის ხაზი» (ყოფ. «წრიული ხაზი»)