ტეკაპო
ტეკაპოს ტბა | |
---|---|
Lake Tekapo | |
![]() | |
კოორდინატები: 43°53′ ს. გ. 170°31′ ა. გ. / 43.883° ს. გ. 170.517° ა. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 700 მ |
სიგრძე | 27 კმ |
სიგანე | 6 კმ |
ფართობი | 87 კმ² |
მოცულობა | 6 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 69 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 120 მ |
აუზის ფართობი | 1 463 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | გოდლი |
გამომდინარე მდინარე | ტეკაპო |
ტეკაპო — ტბა ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულზე. მდებარეობს კენტერბერის რეგიონში.
ტეკაპო მეორე უდიდესია მაკენზის აუზში მდებარე სამ პარალელურ ალპურ ტბას შორის. დანარჩენი ორი ტბაა პუკაკი და ოჰაუ. ფართობი 83 კმ²-ს შეადგენს, მდებარეობს ზღვის დონიდან 700 მეტრზე.
ტბას კვებავს მდინარე გოდლი, რომელიც ჩრდილოეთიდან უერთდება, სათავეს კი სამხრეთ ალპებში იღებს. ტეკაპო პოპულარულია ტურისტებს შორის; სამხრეთ ნაპირთან გაშენებულ დასახლება ლეიკ-ტეკაპოში ფუნქციონირებს სასტუმროები.
ტბის ჩრდილოეთით მდებარეობს მაუნტ-ჯონის უნივერსიტეტის ასტრონომიული ობსერვატორია.
გალერეა
-
ტეკაპო-პუკაკის არხი
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
ტეკაპო, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე