ტერნოპილი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტერნოპილი Тернопіль | |||||
ქალაქის ცენტრი | |||||
| |||||
ქვეყანა | უკრაინა | ||||
ოლქი | ტერნოპილი | ||||
კოორდინატები | 49°34′00″ ჩ. გ. 25°36′00″ ა. გ. / 49.56667° ჩ. გ. 25.60000° ა. გ. | ||||
ქალაქის მეთაური | რომან ზასტავნი | ||||
დაარსდა | 1540 | ||||
პირველი ხსენება | 15 აპრილი 1540 | ||||
ადრეული სახელები | ტარნოპოლი | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | 1540 | ||||
ფართობი | 86 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 320 მ | ||||
ოფიციალური ენა | უკრაინული ენა | ||||
მოსახლეობა | 225 004 კაცი (2022) | ||||
სიმჭიდროვე | 3 015 კაცი/კმ² | ||||
ეროვნული შემადგენლობა |
უკრაინელები, რუსები, ებრაელები | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | +380352 | ||||
საფოსტო ინდექსი | 46000 — 46499 | ||||
ოფიციალური საიტი | rada.te.ua | ||||
ტერნოპილი, ტერნოპოლი (უკრ. Тернопіль; პოლ. Tarnopol) — ქალაქი დასავლეთ უკრაინაში, ტერნოპილის ოლქის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული, ეკონომიკური და კულტურული ცენტრი. ისტორიული რეგიონის გალიციის ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი. სიდიდით მეოთხე ქალაქი დასავლეთ უკრაინაში. მდებარეობს მდინარე სერეტზე. ქალაქი მდებარეობს დასავლეთ უკრაინის ცენტრალურ ნაწილში იქ სადაც იკვეთება ძირითადი საავტომობილო და სარკინიგზო გზები. კიევიდან დაშორებულია 486 კილომეტრით.
გეოგრაფია
ქალაქი მდებარეობს ტერნოპილის პლატოზე, პოდოლსკის მაღლობზე. მიეკუთვნება ფართოფოთლოვანი ტყის ზომიერ სარტყელს.
ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით მდებარეობს გალიციაში.
შუასაუკუნეების ქალაქი მდებარეობდა სავაჭრო გზაზე, რამაც გამოიწვია მისი სწრაფი აღმავლობა. ამჟამად ქალაქი უკრაინის მთავარი სატრანსპორტო კვანძია.
ჰავა ზომიერად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა +5°, ივლისისა +19°. ნალექების წლიური რაოდენობაა 520-600 მმ. ყველაზე მაღალი ტემპერატურა ტერნოპოლში დაფიქსირდა 2007 წლის 18 ივლისს +38°, ხოლო ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ტემპერატურა იყო -34°.
განათლება
ქალაქ ტერნოპოლში ამჟამად მოქმედებს 40-მდე სასწავლო დაწესებულება, 10 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, მათ შორის:
- ტერნოპილის ვ. გნატიუკას სახელობის ნაციონალური პედაგოგიური უნივერსიტეტი
- ტერნოპილის ნაციონალური ეკონომიკის უნივერსიტეტი
- ტერნოპილის ი.პულიუიას სახელობის ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი
- ტერნოპილის სოციალური და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტი
- ტერნოპილის რეგიონთაშორისი აკადემია პერსონალის მართვა უნივერსიტეტი
- ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- ტერნოპილის ექსპერიმენტული ინსტიტუტი პედაგოგების გადამზადებაში
- ევროპის უნივერსიტეტის ტერნოპილის ფილიალი
- ტერნოპილის ეკონომიკის ინსტიტუტი
- ტერნოპილის კომერციული უნივერსიტეტი
ისტორია
პოლონეთის სამეფო 1540–1569
პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა 1569–1772 |
გალერეა
რესურსები ინტერნეტში
|
|