ტეუჩიტლანის ტრადიცია

გუაჩიმონტონესის ერთ-ერთი მოედნის რეკონსტრუქცია
ტეუჩიტლანის ტრადიციის გავრცელების არეალი დასავლეთ მექსიკაში
გუაჩიმონტონესის საფეხურებიანი კონუსური პირამიდა

ტეუჩიტლანის ტრადიცია — კოლუმბამდელი კომპლექსური საზოგადოება, რომელსაც თანამედროვე მექსიკის ნაიარიტისა და ხალისკოს შტატების ტერიტორიები ეკავა. მიუხედავად იმისა, რომ ტეუჩიტლანის არქიტექტურა ჯერ კიდევ ძვ. წ. 300 წელს ჩნდება, მისი საყოველთაო აღმასვლა ფორმაციულ პერიოდში, ახ. წ. 200 წელს დაიწყო.[1] ცივილიზაცცია უცაბედად ჩაიფერფლა ახ. წ. 900 წლისაკენ.[2]

ტეუჩიტლანის ტრადიცია ცნობილია წრიული ცენტრალური მოედნებისა და კონუსური საფეხურებიანი პირამიდების მშენებლობით. მკვლევარ ფილ ვაიგანდის თანახმად, ეს უჩვეულო სტრუქტურები „უნიკალურია მესოამერიკის არქიტექტურის რეპერტუარში და სხვაგან არსად გვხვდება მთელ მსოფლიოში“.[3]

ტეუჩიტლანის ტრადიცია ერთგავრი შთამომავალია უფრო ადრეული შახტური სამარხების ტრადიციისა, თუმცა პატარა ნაგებობები მათ ბევრად გაზარდეს და შექმნეს ისეთი ძეგლები, როგორიცაა მაგალითად გუაჩიმონტონესი.[4]

გუაჩიმონტონესი

გუაჩიმონტონესის არქეოლოგიური ძეგლი ხალისკოს შტატში, ქალაქ ტეუჩიტლანის შემოგარენში მდებარეობს[5] და წარმოადგენს ტეუჩიტლანის ტრადიციის საზოგადოების ყველაზე დიდ და კომპლექსურ ძეგლს. უძველესი სოფლის შუაგულში სამი წრიული არეალი იყო განთავსებული და თითოეული მათგანის ცენტრში აღმართული იყო წრიული, საფეხურებიანი პირამიდა.[6]

წრიული პირამიდები კოსმოგრამებად მიიჩნევა და წარმოადგენს სამყაროს მითოლოგიურ სტრუქტურებს, მათ ცენტრში დატანილი წრიული სვეტები კი მესოამერიკულ მსოფლიო ხეებს განასახიერებს. აღმოჩენილი კერამიკის ტაბლოებიდან ნათელი ხდება, რომ ეს სვეტები ვოლადორის რიტუალებისათვისაც გამოიყენებოდა.[7]

საზოგადოების სტრუქტურა

მრავალი მახასიათებელი მიუთითებს იმაზე, რომ ტეუჩიტლანის ტრადიცია კატეგორიებად დაყოფილი საზოგადოება იყო — მაგალითად, წრიული მოედნები მხოლოდ ელიტებისთვის გამოიყენებოდა.[8] ნახევრად ფორტიფიცირებული ძეგლები კი მიუთითებს, რომ ტეუჩიტლანის ტრადიციის არეალი პოლიტიკურად ფრაგმენტირებული იყო.[9]

გაქრობა

პოსტკლასიკური პერიოდის დადგომა დასავლეთ მექსიკაში, ისევე როგორც მთელ მესოამერიკაში, უეცარი ცვლილებებით ხასიათდება. ახ. წ. დაახლოებით 900 წლისთვის, წრიული პირმიდების, მოედნებისა და კონცენტრირებული დაჯგუფებების ჩანაცვლებას იწყებს უფრო პროზაიკული ოთხკუთხა არქიტექტურა.[10] ამ პერიოდში, ტეუჩიტლანის ტრადიციის საზოგადოებამ ტოტალური კოლაფსი განიცადა — როგორც ჩანს, ისინი თავიანთ საზღვრებს მიღმა გადაადგილდნენ და აღმავალ ტარასკანის სახელმწიფოს შეერწყნენ.[11]

ლიტერატურა

სქოლიო

  1. See Smith, p. 24.
  2. Beekman (2000) abstract.
    *Also Weigand and Beekman (1999).
  3. Weigand (2001), p. 402.
    : Michael E. Smith says "The circular layouts that structure these settlements are unique within Mesoamerica" but mentions the "circular capitals" of the Parthian and Sassanian cultures, p. 22.
  4. Beekman (1994) p. 3.
  5. Weigand and Cárdenas.
  6. Weigand and Beekman (1999).
  7. Weigand and Beekman (1999).
  8. Weigand and Beekman (1999).
  9. Beekman, 1994. Beekman, 1996.
  10. Weigand and Cárdenas.
  11. Williams.