ტირგოვიშტეს ოლქი (ბულგ.Област Търговище) — ოლქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში. ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი და უდიდესი ქალაქია ტირგოვიშტე, სხვა მნიშვნელოვანი ქალქებია: ანტონოვო, ომურტაგი, ოპაკი და პოპოვო. მდებარეობს ბორცვიან ადგილას, ნაწილობრივ სტარა-პლანინის მთისწინეთში, ფართობი 2,7 ათასი კმ2. 1975 წლის მონაცემებით ცხოვრობდა 176 ათასი ადამიანი, 2011 წლის მონაცემებით 120 ათასი. ოლქში განვითარებულია მრეწველობა და სოფლის მეურნეობა.