სოფელ ტოლებთან შემორჩენილია ტელეფისის ციხის ნანგრევები. სოფელი შედიოდა საჯავახოს მხარეში. XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ტოლები რელიგიური დაყოფით ეკუთვნოდა გურიის საჯავახოს საბლაღოჩინო ოლქს. სოფელში იდგა წმინდა გიორგის ეკლესია.[2] 1936 წლისთვის შედიოდა საჯავახოს სასოფლო საბჭოში. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მევენახეობა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 152 ადამიანი.