ტროლი (ინტერნეტი)
ტროლი (ინგლ. Troll) — ინტერნეტ სლენგი, რომელიც აღნიშნავს ინტერნეტპორტალის მომხმარებელს, რომელიც ყალბ იდენტობას ამოფარებული აქვეყნებს ინფორმაციას (როგორც წესი, არაადეკვატურს და პროვოკაციულს) ფორუმზე, ჩატში, ბლოგზე და ა.შ. ან ურთიერთქმედებს სხვა მომხმარებლებთან (მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მოწონებით/არმოწონებით ან კომენტირებით) საზოგადოებრივი აზრის გაყალბების მიზნით.
სიტყვა „ტროლი“ ქართულში (ისევე როგორც ინგლისურში, თუმცა ინგლისურში სხვა მნიშვნელობებიც აქვს) აღნიშნავს ზებუნებრივ არსებას სკანდინავიური მითოლოგიიდან. სიტყვის ამ მნიშვნელობით გამოყენება ინგლისურ ენაში ოქსფორდის ლექსიკონის მიხედვით პირველად 1992 წელს მოხდა.