უარგლის პროვინცია

უარგლას მდებარეობა ალჟირში

უარგლა, ან უარქლა (არაბულად: ولاية ورقلة) — პროვინცია (ვილაიეთი) აღმოსავლეთ ალჟირში. მისი დედაქალაქია უარგლა. სხვა დიდი დასახლებებია ტემასინი, ტუგურტი და ჰასი-მესაუდი. პროვინციის ფართობია 211,980 კმ². 2008 წლის მონაცემებით, პროვინციაში ცხოვრობს 552,539 ადამიანი.

პროვინციაში მდებარეობს ისაუან ერგის უდაბნო.

ადმინისტრაციული დაყოფა

პროვინცია იყოფა 10 რაიონად. რაიონები თავის მხრივ იყოფა 21 კომუნად (ან მუნიციპალიტეტად).

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში